SIDEBAR
»
S
I
D
E
B
A
R
«
თებერვალი 22nd, 2021 by marit

FacebookTwitterGoogle+Google GmailYahoo Mailგააზიარეთ

ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ნინოს სახელობის სამრევლო სკოლის მოსწავლეთა , მშობელთა და სხვა დაინტერესებულ პირთა საყურადღებოდ!

2020-2021 სასწავლო წლის დასაწყისში სკოლამ გაიარა შრომის ინსპექციის შემოწმება და მიიღო დადებითი დასკვნა. გაცნობებთ ,რომ მუდმივად ვზრუნავთ სკოლაში დაცული იყოს მოსწავლეთა უსაფრთხოება და დავაკმაყოფილოთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის N01-227/ო ბრძანებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის“ დანართი N37-ის რეკომენდაციები;

გამომდინარე ზემოთქმულიდან;

• სკოლა აღიჭურვა ხელის სადეზინფექციო საშუალებებით, ზედაპირების დასუფთავების სპეციალური

ხსნარებით, დეზობარიერებით და თერმოსკრინინგის აპარატებით.

• სკოლის პედაგოგებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს ჩაუტარდათ და ყოველ ორკვირაში

ჩაუტარდებათ ტესტირება COVID-19-ზე.

  • სკოლამ გაიარა შრომის ინსპექციის შემოწმება და მიიღო დადებითი დასკვნა.

• შენობაში  ტარდება დეზინფექცია სპეციალური ხსნარებით;

• სპეციალური ხსნარით მუშავდება მერხები, კარის, ფანჯრის სახელურები და მოაჯირები;

• ნიავდება დერეფნები და საკლასო ოთახები ;

• სველი წესით მუშავდება სკოლის შენობა და სასკოლო ინვენტარი;

მშობელთა საყურადღებოდ :

• სკოლაში წასვლამდე აკონტროლეთ მოსწავლის ტემპერატურა და 37 და მეტის დაფიქსირების

შემთხვევაში არ გამოუშვათ სკოლაში.

• ცხელების ან სხვა სიმპტომების გამოვლენისთანავე დროულად შეატყობინოთ სკოლას.

• უზრუნველყავით მოსწავლის დროული გამოცხადება სკოლაში.

• სკოლაში ცხელების დაფიქსირების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, უმოკლეს ვადაში

უზრუნველყავით მოსწავლის სკოლიდან წაყვანა.

• უზრუნველყოს მოსწავლე საკვებით და სასმელი წყლით.

  • სკოლაში ნაკადების შესვლა ხდება ეტაპობრივად, დისტანციის დაცვით.
  • კლასებში გაკვეთილების ხანგრძლოვობა არის 35 წუთი.
  • ყოველი დღის ბოლოს კლასის ხელმძღვანელები ადმინისტრაციას აწვდის ინფორმაციას ინდივიდუალურად მოსწავლის და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობის (ტემპერატურა, ხველება, გაცივება) შესახებ.
  • ყველა მასწავლებელს, მოსწავლეს შენობაში შესვლამდე უტარდებათ თერმოსკრინინგი დისტანციის დაცვით.
  • სკოლის პერიმეტრზე – ეზოში მშობელი, მოსწავლე მასწავლებელი ვალდებულია ეკეთოს პირბადე და დაიცვას დისტანცია.
  • შენობის საერთო სივრცეებში მასწავლებელი, მოსწავლე (V – XII კლასი) ვალდებულია ეკეთოს პირბადე და დაიცვას დისტანცია.

Leave a Reply

XHTML: You can use these tags: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>
SIDEBAR
»
S
I
D
E
B
A
R
«
»  ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ოზურგეთის წმიდა ნინოს სახელობის სამრევლო სკოლა