SIDEBAR
»
S
I
D
E
B
A
R
«
სკოლის ისტორია
მაისი 19th, 2015 by marit

FacebookTwitterGoogle+Google GmailYahoo Mailგააზიარეთ

1994-1995 წლებში აბრეშუმის ძაფსაღებ-საგრეხი ფაბრიკის ბაგა-ბაღის მაშინდელი გამგის, აწ გარდაცვლილი ქალბატონი ზინა შეწირულისა და სოფელ ლიხაურის წმიდა გიორგის სახელობის მონასტრის წმინამძღრის მამა გურამის (ბერბიჭაშვილი) თავდაუზოგავი შრომით 1995 წლის 1 აგვისტოს გაიხსნა წმიდა ნინოს სახელობის გიმნაზია. რექტორად დაინიშნა მამა გურამი, პრორექტორად  ზინა შეწირული. 1 ოქტომბრიდან კი შემოქმედის ეპარქიის მმართველი, ეპისკოპოსი იოსები (გ. კიკვაძე)

სკოლა თავისი სამწყსოთი ბნელში ანთებულ სანთელს წარმოადგენდა ხელახალი გაქრისტიანების გზაზე შემდგარი გურულებისათვის.

თავდაპირველად გაიხსნა ორი კლასი: პირველი კლასი 10 მოსწავლით და მოსამზადებელი ჯგუფი 20 მოსწავლით, მათ აღზრდას ემსახურებოდა 9 თანამშრომელი, მათ შორის 4 პედაგოგი.
სასულიერო სკოლა გამოირჩეოდა განსხვავებული რეჟიმით: სწავლის დაწყების და დამთავრებისას ლოცვების აღვლენა, პარაკლისების გადახდა, განსხვავებული სასკოლო არდადეგები საშობაო, სააღდგომო, სასწავლო წლის უცვლელი დასაწყისის უცვლელი თარიღი- ეკლესიური ახალი წელი-14 სექტემბერი, დაწყებით კლასებში გახანგრძლივებული სწავლება.
სკოლში დაარსების დღიდან იკითხება საღვთო სჯული, სასულიერო პირების : დეკანოზ შალვა (გორგაძის), დეკანოზ ბასილი (გოგოტიშვილის) და დეკანოზ ზაქარია (თხილაიშვილის) მიერ.
სწავლა აღზრდისთვის განსხვავებული გარემოს შექმნამ განსაკუთრებული ხიბლი შეიძინა და ყოველ წელს მატულობდა პირველ კლასში მისაღებ მოსწავლეთა რაოდენობა. ახლადშექმნილი სკოლის სათავეებთან თავდაუზოგავი შრომით აღწევდნენ წარმატებებს დაწყებითი კლასების პედაგოგები: დალი თავართქილაძე, თამარ ჩხარტიშვილი, ხათუნა ღლონტი ლალი ტაბატაძე, ნინო თალაკვაძე.
საგანმანათლებლო სისტემაში განხორციელებული რეფორმის საფუძველზე 2005 წელს გიმნაზიას ეწოდა ოზურგეთის წმიდა ნინოს სახელობის სამრევლო სკოლა 2006 სასწავლო წელს სკოლის პირველი, საიუბილეო გამოშვება მნიშვნელოვანი მოვლენით აღინიშნა: თოთხმეტი კურსდამთავრებულიდან ცამეტი საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხა, ამათგან ერთი, არჩილ თავბერიძე, ტელეკომპანია იმედის ინტელექტუალური გადაცემის: ,,ეტალონის გამარჯვებული გახდა. კლასის დამრიგებელი მაია ტრაპაიძე კი ოროთახიანი ბინით დაჯილდოვდა.
სკოლის მოსწავლეები წარმატებით მონაწილეობენ რესპუბლიკურ კონფერენციებსა და ოლიმპიადეში. მიღებული აქვთ ჯილდოები: სხვადასხვა ხარისხის დიპლომები და სიგელები ქართული ენისა და ლიტერატურის ამაგდარი მასწავლებლის, კლარა გურგენიძის, დამსახურებაა, მე 11 კლასის მოსწავლე იასონ ტრაპაიძის მიერ მომზადებული თემები: ქართველობა ნიშნავს ქრისტიანობას. (ანუ ინტერვიუ თამაზ ჭილაძესთან) და იგი ვიღაცას უყვარდა (ინტერვიუ გურამ დოჩანაშვილთან) პირველი ხარისხის დიპლომებით დაჯილდოვდა.
ასევე დაჯილდოვდა ნინო კვერღელიძის მომზადებული საკონფერენციო თემები, განსაკუთრებულ წარმატებას მან მიღწია ლიტერატურულ კონკურს ალუბლობაში, სადაც მოიპოვა სპეციალური პრიზი ნომინაცია რიტმულ პროზაში გამარჯვებისთვის.
ახლახან საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის მიერ გამართულ კონკურსში ,,რწმენა ჩვენს ცხოვრებაში წარმატებას მიაღწია მე-11 კლასელი ანა მაღულარიამ და დაჯილდოვდა სიგელით.
გამარჯვებები არც პედაგოგებისთვისაა უცხო, გეოგრაფიის მასწავლებელი მაია ტრაპაიძე აღიარებული იყო, როგორც წლის წარჩინებული მასწავლებელი და განათლების მინისტრმა ჯილდო გადასცა. გეოგრაფიის, ეკოლოგიის, მათემატიკის, ნორჩშემოქმედთა, რუსული ენისა და ლიტერატურის, ინგლისური ენის მასწავლებლებმა: მაია ტრაპაიძემ, თინა თოიძემ, მაია გოგუაძემ, მარინე ჩხიკვაძემ და თამარ კონტრიძემ თავიანთი სიტყვა თქვეს სასწავლოსააღმზრდელო პროცესის წარმატებით წარმართვის საქმეში.
ამჟამად სკოლაში ათი სერთიფიცირებული მასწავლებელია, ოცი კი მაძიებელი, რომელთა პედაგოგიური საქმიანობა მიმართულია მოზარდი თაობის სარწმუნეობრივი და ეროვნული სულისკვეთებით, მეცნიერულ საფუძვლებს დაუფლებული თაობების აღსაზრდელად.
წლების მანძილზე მიზნობრივად დაგეგმილი და ჩატარებული მასწავლებელთა და მოსწავლეთა თეორიულ-პრაქტიკული კონფერენციები, შემეცნებითი, ლიტერატურული, მუსიკალური თუ სპორტული ღონისძიებები ნამდვილ სულიერ საზრდოდ ექცათ სკოლის აღსაზრდელებს.
ქრისტიანობა ქართული სახელმწიფოებრიობის დვრიტა, ბურჯი დედაენისა, მოსწავლეთა სწავლის მოტივაციის ამაღლების გზები და საშვალებები, ჭირის ნავსაყუდელიდან განჭვრეტილი ქართლის ცხოვრება ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე, ქრისტიანობის და კაცთა მოდგმის ნაღდი მშვენება ,,დავით აღმაშენებელი , ფრაზები, რომელთაც შემძრეს. ყოველივე ეს მწირი ჩამონათვალია იმ საინტერესო შრომატევადი საქმიანობისა, რასაც ჩვენი სკოლის ცხოვრება ჰქვია.
თავისი არსებობის მანძილზე სკოლამ გამოუშვა 120 კურსდამთავრებული, რომელთაგან უმრავლესობა სახელმწიფო გრანტის მფლობელია.
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის, და შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების მიერ კურთხეული ოზურგეთის წმიდა ნინოს სახელობის სამრევლო სკოლა გვჯერა, რომ მუდამ იარსებებს, გაიზრდებიან თაობები ჭეშმარიტი მართლმადიდებლები, მამულის, ენის და სარწმუნოების უანგარო მსახურები, რომლებსაც ურთულეს დროში სწორი გზის არჩევა მოუწევთ.


Comments are closed

SIDEBAR
»
S
I
D
E
B
A
R
«
»  ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ოზურგეთის წმიდა ნინოს სახელობის სამრევლო სკოლა