ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს
ოზურგეთის წმიდა ნინოს სახელობის სამრევლო სკოლა
შ ი ნ ა გ ა ნ ა წ ე ს ი
თავი 1
მუხლი I. მართლმადიდებლური სკოლის სტატუსი
ოზურგეთის წმიდა ნინოს სახელობის სამრევლო სკოლა არის საქართველოს საპატრიარქოს განათლების ცენტრის მიერ შექმნილი არაკომერციული (არასამეწარმეო) იურიდიულ პირი, რომელიც ,,ზოგადი განათლების შესახებ კანონის“ შესაბამისად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას და უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით.
სკოლას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, შტამპი, მრგვალი ბეჭედი, საბანკო ანგარიში.
შინაგანაწესის შემუშავებისას ვეყრდნობით: ბავშვთა უფლებათა დაცვის დეკლარაციას, მოსწავლეთა ქცევის კოდექსს, სკოლების ტიპურ დებულებას, წესდებას, კონსტიტუციას, შრომის კანონთა კოდექსს.
სკოლა თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციით, „ზოგადი განათლების შესახებ კანონით“, „კერძო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ კანონით, სკოლის წესდებით, სხვა ნორმატიული აქტებითა და სკოლის შინაგანაწესით.
მუხლი 2. შინაგანაწესის მიზანი
შინაგანაწესის მიზნებია:
2.1. სკოლაში დასაქმებულ პირთა შრომითი და მისი თანამდევი ურთიერთობის მოწესრიგება და კონტროლი.
2.2. შრომის დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა.
2.3. სასწავლო-სამუშაო დროის რეგულირება და რაციონალური გამოყენება.
2.4.სკოლაში სასწავლო პროცესის ნორმალური წარმართვისა და დისციპლინის განმტკიცებისათვის, მოსწავლეთა ქცევის წესების მოწესრიგება და კონტროლი.
2.5. სკოლაში აკადემიური წარმატების ხელშეწყობისათვის უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნა და ჩამოყალიბება.
მუხლი 3. შინაგანაწესის მოქმედების სფერო
3.1.შინაგანაწესის მოქმედება ვრცელდება სკოლაში დასაქმებულ ნებისმიერ პირზე, მიუხედავად მათი თანამდებობრივი მდგომარეობისა, სკოლის მოსწავლეებზე, სკოლის ტერიტორიაზე მყოფ მოსწავლეთა მშობლებზე (კანონიერ წარმომადგენლებზე), გარეშე პირებზე.
3.2. შინაგანაწესის მოთხოვნათა შესრულება სავალდებულოა სკოლაში დასაქმებული ნებისმიერი პირისათვის, მოსწავლეთათვის, შინაგანაწესის მოთხოვნათა შეუსრულებლობა იწვევს შესაბამის პასუხისმგებლობას, ქმედებათა შეზღუდვას.
3.3. სკოლის დირექტორი სუბიექტს დასაქმებამდე აცნობს ძირითად დოკუმენტებს, სასკოლო-სასწავლო გეგმას, სკოლაში სანიტარიის, შრომის ჰიგიენის, ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვის საკითხებს.
3.4. დასაქმებამდე სუბიექტი ეცნობა შინაგანაწესს და თანხმობას ადასტურებს ხელმოწერით.
თავი II
მუხლი 4. სკოლის მუშაობის რეჟიმი
4.1. სკოლაში სასწავლო წელი იწყება 15 სექტემბერს.
4.2. სწავლის ხანგრძლივობა განისაზღვრება 2 სემესტრით.
4.3. არდადეგები გათვალისწინებულია სკოლის მიერ შემუშავებული სასწავლო კალენდრის მიხედვით, რომელშიც გათვალისწინებულია ძირითადი რელიგიური დღესასწაულები.
4.4. I სემესტრი _ იწყება 15 სექტემბერს და მთავრდება 26 დეკემბერს;
II სემესტრი _ იწყება 20 იანვარს და მთავრდება 19 ივნისს
სასწავლო პროცესი წარიმართება შემდეგი დღის რეჟიმით
გაკვ |
დაწყება |
დამთავრება |
შესვენება |
I |
9: 30 |
10: 15 |
10 წთ |
II |
10 :25 |
11 :10 |
10 წთ |
III |
11: 20 |
12: 05 |
15 წთ |
IV |
12 :20 |
13: 05 |
10 წთ |
V |
13 :15 |
14: 00 |
10 წთ |
VI |
14 :10 |
14: 55 |
10 წთ |
VII |
15 :05 |
15: 50 |
|
პირველ კლასში სასწავლო პროცესი წარიმართება შემდეგი დღის რეჟიმით:
გაკვ |
დაწყება |
დამთავრება |
შესვენება |
I |
9: 30 |
9: 05 |
15 წთ |
II |
10: 20 |
10: 55 |
15 წთ |
III |
11: 10 |
11: 45 |
15 წთ |
IV |
12: 30 |
12: 35 |
15 წთ |
V |
12: 50 |
13: 25 |
|
თავი III
მუხლი 5. სკოლის მართვა და სტრუქტურა
დირექცია
5.1. სკოლის დირექცია შედგება სკოლის დირექტორის, დირექტორის პირველი მოადგილის, დირექტორის მეორე მოადგილის, დირექტორის მესამე მოადგილის, და ბუღალტერისაგან.
5.2. დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მოადგილე.
5.3 სკოლის დირექტორმა ზედახედველობა უნდა გაუწიოს სასწავლო-აღმზრდელობით პროცესს, პასუხი აგოს მის ორგანიზებასა და ხარისხზე.
5.4.ხელი შეუწყოს კანონის უზენაესობის დამკვიდრებას და იმოქმედოს კანონმდებლობის ფარგლებში.
5.5. სკოლის თანამშრომელთა მიერ დისციპლინური გადაცდომის დარღვევის შემთხვევაში დროულად მოახდინოს რეაგირება.
5.6. შექმნას პედაგოგთა შემოქმედებითი და კვლევითი საქმიანობისთვის ხელშემწყობი გარემო.
5.7. იზრუნოს სკოლის პედაგოგებს, მშობლებსა და მოსწავლეებს შორის თანამშრომლობითი გარემოს შექმნაზე.
5.8. უზრუნველყოს სკოლაში მიმდინარე ცვლილებებზე პედაგოგთა დროული და ზუსტი ინფორმირება.
5.9. დაეხმაროს პედაგოგებს სასწავლო პროცესში არსებული პრობლემების მოგვარებაში.
5.10. შექმნას მასწავლებელთა, მოსწავლეთა და მშობელთა მოტივაციის სისტემას სწავლისა და სწავლების ხარისხის ასამაღლებლად.
5.11. შექმნას სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს.
5.12. უზრუნველჰყოს დამტკიცებული ბიუჯეტის მიხედვით თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების პირობებისა და ხელფასის ფონდის დაცვა.
მუხლი 6. პედაგოგიური საბჭო
6.1. სკოლის პედაგოგიური საბჭო წარმოადგენს სათათბირო ორგანოს, რომელიც შედგება სკოლის ყველა პედაგოგისაგან. საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სკოლის პედაგოგთა რაოდენობის არანაკლებ ნახევრისა. პედსაბჭო ტარდება ყოველ სემესტრში ორჯერ. პედაგოგთა საბჭოს იწვევს და უძღვება საბჭოს მიერ არჩეული თავმჯდომარე. პედსაბჭოს რიგგარეშე სხდომა შეიძლება, მოწვეული იქნეს აგრეთვე სკოლის მოძღვრის ან დირექტორის მოთხოვნით.
6.2. უფლებამოსილია შეიმუშაოს და დირექტორს განსახილველად წარუდგინოს ცვლილებები სკოლის საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილში.
6.3. ამტკიცებს კათედრების მიერ წარმოდგენილ ძირითად და დამხმარე სახელმძღვანელოებს.
6.4. უფლებამოსილია, განიხილოს სკოლის სასწავლო პროცესის პრობლემები და დასახოს მათი გადაჭრის გზები.
6.5. უფლებამოსილია, შეიმუშაოს წინადადებები მოსწავლეთა ტესტირებისა და წლიური გამოცდების დანიშვნის თაობაზე.
6.6. უფლებამოსილია, განიხილოს სკოლის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი და მიაწოდოს რეკომენდაციები დირექციას.
მუხლი 7. სკოლის დირექტორი
7.1. სკოლის დირექტორი არის თავად დამფუძნებელი ან მის მიერ დანიშნული პირი.
7.2. დამფუძნებლის მიერ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ოზურგეთის წმიდა ნიოს საელობის სამრევლო სკოლის ხელმძღვანელად და დირექტორად დანიშნული იქნა შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები (ერისკაცობაში გივი კიკვაძე- დაბ. 18.09.1959წ, პირადი #33001019269, მისამართი: ქ. ოზურგეთი, 9 აპრილის ქ, #16.
7.3. დირექტორს ნიშნავს და ათავისუფლებს დამფუძნებელი.
7.4. დირექტორი ინიშნება უვადოდ.
7.5. სკოლის დირექტორი წარმოადგენს სკოლას მესამე პირებთან ურთიერთობაში.
7.6. ზედამხედველობს სკოლის ადმინისტრაციას.
7.7. ზედამხედველობს და მართავს სკოლის სასწავლო-აღმზრდელობით პროცესს.
7.8 ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს, ანაწილებს მოვალეობებს სკოლის ადმინისტრაციაში.
7.9. მოქმედი კანონმდებლობითა და სკოლის წესდებით დადგენილ წესით დებს გარიგებებს სკოლის სახელით.
7.10. ამტკიცებს საშტატო განრიგს. მოქმედი კანონმდებლობისა და წინამდებარე წესდების საფუძველზე წყვეტს სკოლის ადმინისტრაციის, პედაგოგების და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვანა-გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხებს.
7.11 მოქმედი კანონმდებლობისა და სკოლის წესდების შესაბამისად, აგრეთვე დამფუძნებლის მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამისად, მართავს და განკარგავს სკოლის ქონებასა და საფინანსო სახსრებს. დამფუძნებლის თანხმობით, უფლებამოსილია, საფინანსო რესურსების არსებობის შემთხვევაში, დანიშნოს ხელფასების დანამატები, სკოლის სტიპენდიები, გასცეს პრემიები, ჯილდოები, ფინანსური დახმარებები.
7.12. ხელს აწერს სასკოლო დოკუმენტაციებს, უფლებამოსილია სკოლის დამფუძნებლის თანხმობით, დაამყაროს კავშირი სხვა საგანმანათლებლო (მათ შორის უცხოეთის) დაწესებულებებთან.
7.13.ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე წესდებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. თავისი უფლებამოსილების ფარგლებში რექტორი გამოსცემს აქტებსა და ბრძანებებს.
7.14. დირექტორი პასუხისმგებელია დამფუძნებლის წინაშე, სკოლის საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის ორგანიზებაზე.
7.15. მოითხოვს ანგარიშვალდებულ პირთა ანგარიშს მათი საქმიანობის შესახებ.
7.16. უზრუნველყოფს საქმისწარმოებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7.17. დებს შრომით კონტრაქტებს ორგანიზაციის სახელით;
მუხლი 8. დირექტორის მოადგილე
8.1. დირექტორის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს და აკონტროლებს სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის ორგანიზებულად წარმართვას დირექტორის მიერ დადგენილი პარამეტრებით.
8.2. მონიტორინგს უწევს შემოსული თანხების მიზნობრივ ხარჯვას.
8.3. დირექტორის არყოფნისას, ან მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, დირექტორის მოვალეობას მისი მითითებით ასრულებს დირექტორის მოადგილე
მუხლი 9. დირექტორის პირველი და მეორე მოადგილეები
9.1. დირექტორის მოადგილეები სასწავლო-სააღმზრდელო დარგში პასუხისმგებელნი არიან სკოლაში მიმდინარე სასწავლო პროცესზე.
9.2. ხელმძღვანელობას უწევენ პედაგოგიური საბჭოს მუშაობას.
9.3. კოორდინაციას უწევენ კათედრების მუშაობას.
9.4. უშუალოდ წარმართავენ სასწავლო პროცესს, ადგენენ გაკვეთილების ცხრილს, საჭიროების შემთხვევაში ანაცვლებენ მას.
9.5.აკონტროლებენ სასწავლო დისციპლინების სწავლებას, ზრუნავენ ხარისხისა და ეფექტურობის ამაღლებისათვის. აანალიზებენ ცალკეული სასწავლო დისციპლინების სწავლების მდგომარეობას .
9.6. ადგენენ სასწავლო-სააღმზრდელო გეგმას და აკონტროლებენ ამ გეგმით მუშაობას.
9.7. მონიტორინგს უწევენ სწავლების პროცესს დირექტორის მიერ დამტკიცებული პარამეტრებით.
9.8. ყოველი თვის ბოლოს ამზადებენ ინფორმაციას დირექტორისთვის, სასწავლო სააღმზრდელო პრობლემების შესახებ.
9.9. ყოველი სემესტრის ბოლოს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ წარუდგენენ დირექტორს.
9.10. ახორციელებენ მოსამზადებელ სამუშაოს, აზუსტებენ პედაგოგთა დატვირთვას, ხელმძღვანელობენ გამოცდებისა და ტესტირების ორგანიზებულ ჩატარებას. დირექტორს დასამტკიცებლად წარუდგენენ საგამოცდო კომისიების შემადგენლობას.
9.11. უზრუნველყოფენ მასწავლებელთა მომარაგებას მეთოდური და სასწავლო პროგრამებით.
9.12. ზრუნავენ მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებისათვის, მეთოდურ დახმარებას უწევენ ახალგაზრდა მასწავლებლებს, ატარებენ ღონისძიებებს მათი პედაგოგიური დახელოვნებისათვის.
მუხლი 10. სკოლის მოძღვარი
10.1. სკოლის მოძღვარია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელმსახური.
10.2. სკოლის მოძღვარს ნიშნავს და ათავისუფლებს სკოლის დამფუძნებელი ან მისი უფლებამოსილი პირი.
10.3. სკოლის მოძღვარი უზრუნველყოფს სკოლის სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის წარმართვას მართლმადიდებლური ღირებულებებით, ამ მიზნით ზედამხედველობს სკოლას.
მუხლი 11. სკოლის სამეურნეო ნაწილის გამგე
სკოლის სამეურნეო ნაწილის გამგე მატერიალური უზრუნველყოფის დარგში ევალება:
11.1.სკოლის მატერიალური რესურსების: სასკოლო-სასწავლო ინვენტარის, თვალსაჩინოების, სასადილო ინვენტარისა და ფართის – მატერიალური და ჰიგიენური მდგომარეობის კონტროლი.
11.2. ყოველი თვის ბოლოს მატერიალური რესურსების მდგომარეობის შეფასება და ანგარიშის წარდგენა დირექტორისათვის, პრობლემების გადასაჭრელად საჭირო ხარჯების შესახებ.
11.3. სკოლის გათბობის სისტემის კონტროლი.
11.4. სკოლის სველი წერტილებისა და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის კონტროლი.
11.5. სკოლის ელექტროენერგიით მომარაგების უზრუნველყოფა.
11.6. წლის ბოლოს ბუღალტერთან ერთად სკოლაში ინვენტარიზაციის ჩატარება.
11.7.ხელმძღვანელობს ტექნიკური პერსონალის მუშაობას, ზედამხედველობს მათ მიერ ჩატარებულ სამუშაოებს, სკოლის დირექტორს წარუდგენს ტექნიკური პერსონალის სამუშაო ტაბელს (განრიგი, ეზოს ფართობის და ოთახების განაწილება).
11.8. უზრუნველყოფს სკოლის შენობაში ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიაზე სანიტარული და ხანძარსაწინააღმდეგო ნორმების დაცვას.
11.9 პასუხისმგებელია წყალსადენის და კანალიზაციის გამართულ მუშაობაზე.
11.10 კვების ბლოკის მოწესრიგება.
მუხლი 12 უსაფრთხო სკოლის მენეჯერი
11.1. ზედამხედველს ევალება სამსახურში გამოცხადდეს 08 : 45 საათზე.
11.2. სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას საკლასო ოთახიდან არასაგაკვეთილო ხმაურის დაფიქსირებისას დირექციის წარმომადგენელთან ერთად შევიდეს საკლასო ოთახში.
11.3 კვირაში ორჯერ გაკვეთილის გამოსვლამდე 2 წუთით ადრე ზედამხედველი რექტორატის წარმომადგენელთან ერთად შევიდეს გაკვეთილზე და შეამოწმოს საკლასო ჟურნალი.
11.4. თუ პედაგოგს მოსწავლეთა დასწრება აღრიცხული აქვს, მაგრამ არ აქვს დაფიქსირებული აკადემიური მოსწრება, შეჯამებული ქულები და ა.შ. რომელიც საკლასო ჟურნალში შეტანილი უნდა იყოს დღის ბოლომდე ავსებს დარღვევის ფურცელს.
მოსწავლეთა დაგვიანება:
11.5. პირველ კლასელების მიმართ არ მოქმედებს დისციპლინური მოთხოვნები.
11.6. თუ მეორე საფეხურის მოსწავლე იგვიანებს სისტემატურად (თვეში სამჯერ), დაიბაროს მშობელი და მოუწოდოს, იზრუნოს აღნიშნული სიტუაციის გამოსასწორებლად.
11.7. თუ მესამე საფეხურის მოსწავლე იგვიანებს თვეში სამჯერ, მისცეს სიტყვიერი გაფრთხილება, განმეორების შემთხვევაში შეავსოს დარღვევის ფურცელი.
პედაგოგთა დაგვიანება:
11.8. თუ პედაგოგი აგვიანებს გაკვეთილზე 5 წუთით ან მეტი დროით, დირექციაში გაარკვიოს, იყვნენ თუ არა ინფორმირებულნი ზემოხსენებული გარემოების შესახებ, თუ მიზეზი არასაპატიოა, პირველ შემთხვევაში მისცეს სიტყვიერი გაფრთხილება, განმეორების შემთხვევაში შეავსოს დარღვევის ფურცელი.
11.9. თუ პედაგოგი არ გამოცხადდა გაკვეთილზე, გაარკვიოს, გააფრთხილა თუ არა დირექტორიდა მოხდა თუ არა ჩანაცვლება. გაფრთხილების მიუხედავად, დირექტორმა თუ არ მოახდინა ჩანაცვლება, დირექტორზე შეავსოს დარღვევის ფურცელი.
გაკვეთილის ჩაშლა:
11.10. მოსწავლის მიერ გაკვეთილის ჩაშლის მცდელობისას გამოიკითხოს მიზეზი, ჩაინიშნოს და გააფრთხილოს, განმეორების შემთხვევაში შეავსოს დარღვევის ფურცელი.
11.11. მასწავლებლის მიერ მოსწავლის გაკვეთილიდან გაძევების შემთხვევაში, თუ მოსწავლე არ დატოვა უმეთვალყუროდ, დარღვევის ფურცელი შეუვსოს დამრღვევ მოსწავლეს.
11.12. მასწავლებლის მიერ მოსწავლის გაკვეთილიდან გაძევების შემთხვევაში ,თუ მოსწავლე დატოვა უმეთვალყუროდ, დარღვევის ფურცელი შეუვსოს როგორც მასწავლებელს, ასევე მოსწავლეს.
მოსწავლის მიერ გაკვეთილის თვითნებურად მიტოვება:
11.12.მოსწავლის მიერ გაკვეთილის თვითნებურად მიტოვებისას ზედამხედველი გაესაუბროს მოსწავლეს, ჩაინიშნოს, გააფრთხილოს, განმეორების შენთხვევაში შეავსოს დარღვევის ფურცელი.
ქურდობა და ინვენტარის დაზიანება:
11.13. სკოლის ტერიტორიაზე ქურდობის დაფიქსირების შემთხვევაში დაუკავშირდეს სამართალდამცავ ორგანოებს.
11.14. სკოლის ინვენტარის დაზიანების შემთხვევაში, ფაქტის პირველივე გამოვლინებაზე, შეავსოს დარღვევის ფურცელი.
ჩხუბი:
11.15. I-IV კლასის მოსწავლეთა დაპირისპირების შემთხვევაში შეარიგოს, დამრიგებელს დააბარებინოს მშობელი.
11.16. V-XII კლასის მოსწავლეთა შორის კამათის შემთხვევაში, შეარიგოს, დამრიგებლის მეშვეობით დაიბაროს მშობელი.
11.17. V-XII კლასის მოსწავლეთა შორის ჩხუბის შემთხვევაში შეახვედროს მოძღვარს, გამოიძახოს მოსწავლეთა მშობელი, შეავსოს დარღვევის ფურცელი.
11.18. თუ მოსწავლე ამბობს, რომ მასწავლებელმა მიაყენა ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფა:
ა) ფაქტის დადასტურების შემთხვევაში მასწავლებელზე შეავსოს დარღვევის ფურცელი.
ბ) თუ შეურაცხყოფის ფაქტი არ დადასტურდა, დარღვევის ფურცელი შეავსოა მოსწავლეზე.
გ) თუ ვერ ხერხდება გარკვევა, ჩაინიშნოს მონაცემები.
თამბაქოს მოხმარება:
11.19. მოსწავლის მიერ თამბაქოს წევის დაფიქსირებისას, გაასაუბროს მოძღვარი, განმეორების შემთხვევაში შეავსოს დარღვევის ფურცელი.
ახსნა-განმარტებითი ბარათი
11.20. ახსნა-განმარტებითი ბარათი ჩამოართვას მხოლოდ მძიმე კატეგორიის გადაცდომათა ან ე.წ. ნულოვანი ტოლერანტობის ფაქტზე დირექტორის სახელზე.
მუხლი12. სკოლის ორგანიზატორი
12.1. სკოლის ორგანიზატორს ევალება კლასგარეშე მუშაობის ორგანიზება.
12.2. კულტურულ-მასობრივი და სპორტულ-ტურისტული ღონისძიებების ორგანიზება.
12.3. მშობლებთან მუშაობის კოორდინაცია.
12.4. მოსწავლეთა ორგანიზება სკოლის სასწავლო-შემოქმედებით ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობისათვის, საქველმოქმედო აქციებსა და შემოქმედებით ღონისძიებების ორგანიზება.
12.5. პედაგოგთათვის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენის მოწყობაში ხელშეწყობა.
12.6. მოსწავლეთა შემოქმედებითი გაერთიანებების ფორმირებისათვის ხელშეწყობა.
12.7. წიგნის, თეატრის, კინოს კვირეულების გამართვა და საინტერესო შეხვედრების მოწყობა ხელოვნების, ლიტერატურის, სპორტის წარმომადგენლებთან.
12.8. სკოლაში არსებული კლუბებისა და სპორტული წრეების, სექციების, საგნობრივი წრეების და გაერთიანებების კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა.
12.9. გახანგრძლივებული სწავლების ჯგუფის მონიტორინგი.
12.10. მოსწავლეთა და მშობელთა გამოკითხვების ჩატარების ორგანიზება.
12.11. მონაწილეობა სკოლის გაზეთის ,,რტო“ გამოშვებაში
მუხლი 13. ადმინისტრატორი
სკოლის ადმინისტრატორს ევალება დაეხმაროს სკოლის დირექციას ორგანიზაციული საკითხების მოგვარებაში:
13.1. მასწავლებელთა გაცდენა-დაგვიანების აღრიცხვა და გაცდენა-დაგვიანების აღრიცხვის ჟურნალის წარმოება.
13.2. კლასის ხელმძღვანელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცის გადამოწმება მოსწავლეთა დასწრებადობის შესახებ.
13.3. მასწავლებლთა მორიგეობის შემოწმება.
13.4. საჭიროების შემთხვევაში კურიერის მოვალეობის შესრულება.
13.5. მასწვლებელთა მიერ გაცდენებისა და დაგვიანებების გამო განცხადებებისა და ახსნა-განმარტებების შეგროვება და დირექციისათვის წარდგენა.
13.6. კონტროლი სასკოლო დროის აღრიცხვასა და საგაკვეთილო პროცესში დროის დაცულობაზე.
13.7. გაცდენილი გაკვეთილების აღრიცხვა და ჩანაცვლება.
14. ინფო მენეჯერი
14.1. კოორდინაციას უწევს სკოლის ინფორმაციული ტექნოლოგიების გეგმის განვითარებასა და განხორციელებას.
14.4. გეგმავს სკოლის მიერ ისტ-ის რესურსების ეფექტურად გამოყენებას;
14.5. უზრუნველყოფს ისტ-ის ბაზისურ მხარდაჭერას, სკოლის ყველა მასწავლებლისა და მოსწავლის საბაზისო ტრენინგებს;
14.6. უზრუნველყოფს სკოლას საინფორმაციო სიახლეებით.
14.7. ხელს უწყობს პედაგოგებს პროექტებზე მუშაობისას საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებასა და საგნობრივი პროგრამების მოძიებაში.
14.8. უზრუნველყოფს სკოლისათვის საჭირო ინფორმაციის მოპოვებას, შენახვას და გავრცელებას, კოორდინაციას უწევს სკოლის ინფორმაციული ტექნოლოგიების გეგმის განვითარებას და განხორციელებას.
14.9. მოიძიებს სასკოლო პროექტებს და ხელმძღვანელობს მათ განხორციელებას.
14.10. კოორდინირებას უწევს სკოლის ისტ-ის ინფრასტრუქტურის მოვლას.
14.11. გეგმავს, კოორდინაციას უწევს და შეიმუშავებს სკოლის მიერ ისტ-ის რესურსების ეფექტურად გამოყენების გზებს.
14.12. მეთვალყურეობს სკოლის კომპიუტერულ ოთახს და მასში განთავსებულ კომპიუტერებს.
მუხლი 15. საქმისმწარმოებელი
15.1. საქმისმწარმოებელს ევალება სკოლის დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი.
15.2. თანამშრომელთა და მოსწავლეთა პირადი საქმეების შედგენა- წარმოება.
15.3. სკოლის დირექტორის გადაწყვეტილებების შეტყობინება პედაგოგებისათვის.
15.4. სკოლის ტერიტორიაზე საინფორმაციო სტენდის გაკეთება და სტენდზე შესაბამისი ინფორმაციის განთავსება.
15.5. კორესპონდენციის მიღება, რეგისტრირება, დამუშავება, სააღრიცხვო-საცნობარო სამუშაოთა შესრულება, დანიშნულებისამებრ გადაცემა-დაგზავნა;
15.6. შემოსული კორესპონდენციის განხილვა და ადრესატისათვის მისი წარდგენის ორგანიზება, ხელმოსაწერად წარსადგენი დოკუმენტების გაფორმების სისწორის კონტროლი;
15,7. დოკუმენტებზე მუშაობის ტექნიკური უზრუნველყოფა – დაბეჭდვის, ასლის გადაღებისა და ოპერატიული გამრავლების ორგანიზება, დოკუმენტების ბლანკების შემუშავება;
15.8. მოქალაქეთა მიღება, შემოსულ წინადადებებზე, განცხადებებსა და საჩივრებზე მუშაობის ორგანიზება;
15.9. თათბირზე თანამშრომელთა მოწვევა და ინფორმაციის გაცემა;
15.10.სკოლის ნებისმიერი ინფორმაციის გაცემა, გარდა დახურულისა, შემოსული განცხადებების საფუძველზე;
15.11. კლასკონტიგენტის დადგენა კლასის ხელმძღვანელთან ერთად;
15.12. ბრძანების დროულად გაფორმება;
15.13. ბრძანების წიგნების მოწესრიგება.
15.14. ინფორმაციის გაცემა სკოლაში შემოსული კორესპონდენციების შესრულებისა და გასული კორესპონდენციის დაგზავნის მდგომარეობაზე;
15.15. სკოლის სტრუქტურულ ერთეულებში საქმისწარმოების მუშაობის ერთიანი წესის შესაბამისად ორგანიზაცია და მონიტორინგი;
15.16 სკოლის არქივის მუშაობის ორგანიზება;
15.17. სკოლის სამართლებრივი აქტების აღრიცხვა კალენდარული წლის პერიოდში.
15.18. გამოითხოვოს სტრუქტურული ერთეულებისგან კანცელარიის მუშაობისათვის საჭირო ცნობები;
15.19. მონაწილეობა მიიღოს სკოლის ხელმძღვანელობის მიერ იმ საკითხების განხილვაში, რომლებიც ეხება დოკუმენტებზე მუშაობის მდგომარეობას, მათზე მუშაობის ფორმებისა და მეთოდების სრულყოფას.
15.20. კანონმდებლობითა და სკოლის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული, დირექტორის და დირექტორის მოადგილის მიერ დაკისრებულ მოვალეობების შესრულება;
მუხლი 16. ლაბორანტი
16.1. აკონტროლებს საბუნებისმეტყველო ლაბორატორიას.
16.2. აწესებს განსაკუთრებულ მეთვალყურეობას ტექნიკაზე, თვალსაჩინოებაზე, რესურსებზე, ქიმიურ ნივთიერებებზე.
16.3. ეხმარება საბუნებისმეტყველო კათედრის მასწავლებლებს და დაინტერესებულ მოსწავლეებს ფიზიკური და ქიმიური ცდების მომზადებასა და ჩატარებაში.
მუხლი 17. სკოლის ბიბლიოთეკარი
17.1. ხელმძღვანელობს სასკოლო-ბიბლიოთეკის მუშაობას.
17.2. პასუხისმგებელია ბიბლიოთეკაში არსებული ინვენტარის მოვლა-პატრონობაზე.
17.3. დახმარებას უწევს მოსწავლეებს კლასგარეშე საკითხავის შერჩევაში, წიგნზე დამოუკიდებელი მუშაობის ჩვევების შეძენაში.
17.4. სისტემატურად აკეთებს ინფორმაციას კლასებში. დამრიგებლებთან და პედსაბჭოზე ახლადმიღებული ლიტერატურის მეთოდური დოკუმენტაციის შესახებ.
17.5. პასუხისმგებელია ბიბლიოთაკაში არსებული ლიტერატურის შენახვაზე.
17.6. თანამშრომლობს საგნობრივ კათედრებთან.
17.7. აწარმოებს სკოლის ბიბლიოთეკის ფონდის საინვენტარი წიგნს.
17.8. წესრიგში აქვს ანბანური კარტოთეკა.
17.9. აწარმოებს ყოველდღიურ კონტროლს გაცემული წიგნების აღრიცხვასა და დროულ დაბრუნებაზე.
17.10. აღრიცხული და ბიბლიოთეკის კართოტეკაში განთავსებული აქვს სასკოლო სახელმძღვანელოების მომხმარებელი სოციალურად დაუცველი მოსწავლეები.
17.11. მონაწილეობს ლიტერატურული ღონისძიებების მოწყობაში, ამუშავებს სამკითხველო დარბაზს.
17.12. მეთვალყურეობას უწევს მოსწავლეების მიერ დისციპლინური სახდელის შესრულებას სამკითხველო დარბაზში.
მუხლი 18. სკოლის ექთანი
18.1. სკოლის ექთანს ნიშნავს/ათავისუფლებს სკოლის დირექტორი.
18.2. ექთანი ადგენს სამუშაო გეგმას, რომელსაც ამტკიცებს სკოლის დირექტორი.
18.3. ექთანი შეისწავლის მოსწავლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობას. აწესებს კონტროლს მოსწავლეთა ფიზიკურ აღზრდაზე, ამზადებს და ატარებს ეპიდემიის საწინააღმდეგო ღონისძიებებს.
18.4. იცავს სანიტარული ჰიგიენის რეჟიმს მასწავლებელთა და მოსწავლეთა შორის, ატარებს სანიტარულ-საგანმანათლებლო მუშაობას.
18.5. საჭირო შემთხვევაში აცნობებს მშობლებს, მოახსენებს პედაგოგიურ საბჭოს და ატარებს საჭირო გამაჯანსაღებელ ღონისძიებას.
18.6. სკოლის ექთანი აღმზრდელებთან, ფიზკულტურის მასწავლებლებთან ერთად აწარმოებს მოსწავლეთა განაწილებას ჯგუფებად ფიზკულტურული მეცადინეობისთვის. ცალკე გამოყოფს იმ ბავშვებს, რომელთაც ესაჭიროებათ სპეციალისტების კონსულტაცია
18.7. მოსწავლეებს უწევს საჭირო პირველად დახმარებას.
18.8.ექთანი ესწრება ფიზკულტურის გაკვეთილებს, სპორტულ შეჯიბრებებს, ხელმძღვანელობას უწევს მეცადინეობის დროს სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვას.
18.9. სკოლის რიდექცია ექთანთან ერთად უზრუნველყოფს სანიტარული რეჟიმის დაცვას საკლასო ოთახებში, სასწავლო კაბინეტებში, ბუფეტში, შენობაში და სხვა.
18.10. ეხმარება კლასის ხელმძღვანელს/აღმზრდელს მოსწავლის დღის რეჟიმის შედგენაში და საკლასო მერხებთან მოსწავლეთა დასმის ორგანიზებაში.
18.11. ავადმყოფობის შემთხვევაში მოსწავლის კლასის ხელმძღვანელთან/აღმზრდელთან შეთანხმებით ათავისუფლებს საგაკვეთილო პროცესიდან. აკეთებს შესაბამის ჩანაწერს რვეულში.
18.12. ახდენს წვევამდელი ბავშვების სამხედრო კომისარიატში აღრიცხვაზე დაყენებას და აგვარებს დოკუმენტაციას.
მუხლი 19. კარისკაცი
19.1. კარისკაცი არეგულირებს სასწავლო დაწესებულებაში მოსწავლეთა და მასწავლებელთა შემოსვლა-გასვლას.
19.2. უცხო პირის შემოსვლისას უკავშირდება სკოლის დირექციას.
19.3. სასწავლო პროცესში მოსწავლის სკოლის ეზოდან უნებართვოდ გასვლის მცდელობისას უკავშირდება სკოლის დირექტორს.
19.4. სასწავლო პროცესში მოსწავლეს ატარებს დირექციიდან სპეციალური ნებართვის წარმოდგენის შემთხვევაში.
19.5. ეხმარება მორიგე მასწავლებელს ეზოში წესრიგის დამყარებაში.
მუხლი 20. დარაჯი
20.1. დარაჯს ნიშნავს/ათავისუფლებს სკოლის დირექტორი.
20.2. იცავს ობიექტს. ატარებს მოქალაქეებს, სატრანსპორტო საშუალებებს ობიექტზე და უკან სათანადო საბუთების წარმოდგენის შემდეგ.
20.3. დარაჯი ხსნის და ხურავს სკოლის ჭიშკარს, ამოწმებს დასაცავი ობიექტის სიმრთელეს, გასაღებებს,საკეტებსა და სხვა მოწყობილობებს.
20.3. ამოწმებს ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარის მდგომარეობას. გაუმართაობის შემთხვევაში მოხსენებით მიმართავს სამეურნეო ნაწილის გამგეს.
20.4. თუ აღმოაჩენს რაიმე დაზიანებას ობიექტზე დარაჯი ვალდებულია, ამის შესახებ აცნობოს სკოლის რექტორატს.
20.5. ხანძრის გაჩენის შემთხვევაში ატყობინებს სახანძრო ნაწილს, პოლიციას და ღებულობს პირველ ზომებს ხანძრის სალიკვიდაციოდ.
20.6. დარაჯმა უნდა იცოდეს ხელწერა იმ პასუხისმგებელი პირებისა, რომელთა ნებართვითაც შეიძლება ობიექტზე მატერიალური ღირებულების შემოტანა და გატანა, ობიექტის დაცვის წესი და ინსტრუქციები.
მუხლი 21. სკოლის ბუღალტერი
21.1.ბუღალტერი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მეშვეობით და საქართველოს საპატრიარქოს.
21.2. დირექტორთან ერთად შეიმუშავებს სკოლის საფინანსო-სამეურნეო პროგრამებს.
21.3.დირექტორთან ერთად უზრუნველყოფს სკოლის ყველა სახის საკუთრების, აგრეთვე იჯარით არსებული ქონების ექსპლუატაციისა და შენახვის წესების დაცვას;
21.3. ოპერატიულ ხელმძღვანელობას უწევს იმ გადაუდებელი სამუშაოების შე სრულებას, რომლებიც საჭიროა სკოლის ნორმალური ფუნქციონირებისათვის;
21.4. მატერიალურ პასუხისმგებელ პირთან ერთად სკოლა მოამარაგოს საჭირო დგამ-ავეჯით, ინვენტარ-მოწყობილობით;
21.5. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო- ეკონომიკური საქმიანობა.
ბუღალტერი პასუხისმგებელია:
21.6. ხარჯების დროულ ათვისებაზე;
21.7 ხელფასის უწყისის შედგენაზე;
21.8 მიღებულ ფასეულობათა განაწილებასა და პასუხისმგებელ პირებზე დარიცხვაზე;
21.9 ინვეტარიზაციის მაღალ დონეზე და განსაზღვრულ ვადებში ჩატარებაზე და პასუხისმგებელ პირებთან შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმებაზე;
21.10. ინვენტარისა და სხვა ფასეულობათა მიღება-ჩაბარების წიგნის წარმოებაზე;
21.11 ტარიფიკაციის, ბალანსის შედგენასა და შესაბამისი სამსახურებისათვის განსახილველად და დასამტკიცებლად წარდგენაზე.
21.12 ბანკთან ანგარიშსწორების წარმოებაზე;
21.13 შეადგინოს სახელფასო ფონდი, ხარჯთაღრიცხვა, ტარიფიკაცია, ბალანსი, აწარმოოს ანგარიშწორება ბანკთან, დროულად უზრუნველყოს ხელფასების გამოწერა და საგადასახადო ორგანოებში დროული ანგარიშსწორება.
21. 14 შემოწირული თანხების მიზნობრივი ხარჯვაზე.
მუხლი 22. სკოლის ფინანსები
22.1.სკოლის მიმდინარე ხარჯების დაფინანსება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს მიერ ვაუჩერის გაცემით, საპატრიარქოს მიერ გაცემული გრანტით და მოსწავლეთა მშობლების მიერ შემოტანილი სწავლის საფასურით;
22.2.სკოლას უფლება აქვს, მოიზიდოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა ფინანსური სახსრები, შემოწირულობის სახით, მიიღოს შემოსავალი ეკონომიური საქმიანობით, თუ ეს საქმიანობა არ ახდენს მავნე ზეგავლენას მოსწავლეთა ფიზიკურ და ზნეობრივ განვითარებაზე. მიღებული სახსრები, კანონმდებლობის შესაბამისად, ხმარდება მხოლოდ სკოლის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას;
22.3.სკოლის ყველა შემოსავალი და ხარჯი აისახება მის ბიუჯეტში;
22.4. სკოლის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს საპატრიარქო.
თავი 4
მუხლი 23. სკოლის თანამშრომლების მიღების,
ანაზღაურებისა და დათხოვნის წესი
23.1.სკოლის თანამშრომლად ჩაითვლება პირი და მიეცემა შრომის უფლება სკოლის დირექტორთან გაფორმებული ხელშეკრულებისა და შესაბამისი ბრძანების გამოცემის მომენტიდან;
23.2.პედაგოგების შრომის ანაზღაურება განისაზღვრება სკოლის ინსტრუქციის შესაბამისად;
23.3. ადმინისტრაციისა და არაპედაგოგ თანამშრომელთა შტატები, რაოდენობა და შრომის ანაზღაურება განისაზღვრება დირექტორის მიერ დამტკიცებული საშტატო განრიგით.
მუხლი 24. პედაგოგის მიღება
24.1. სკოლის პედაგოგად მიიღება შესაბამისი პროფესიულ-პედაგოგიური კვალიფიკაციის მქონე პირი გამოსაცდელი ვადით (ან მის გარეშე), რომელიც ვალდებულია, სამუშაოზე მიღებისას ოზურგეთის წმიდა ნინოს სახელობის სამრევლო სკოლის რექტორატს წარუდგინოს შემდეგი საბუთები:
• განცხადება;
• ავტობიოგრაფია
• პირადობის მოწმობის ქსეროასლი;
• ფოტოსურათი 3X4;
• განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ნოტარიალური წესით დამოწმებული;
• სერტიფიკატები;
მუხლი 25. სკოლაში თანამშრომლის მიღების წესი
ადმინისტრაცია ვალდებულია:
25.1. გააცნოს მას სკოლის წესდება და შინაგანაწესი, მინდობილი სამუშაო, შრომის ანაზღაურების პირობები, განუმარტოს მისი უფლება-მოვალეობანი თანამდებობრივი ინსტრუქციების შესაბამისად;
25.2. ყველა მუშაკზე, რომელმაც 5 დღეზე მეტი იმუშავა, შეავსოს შრომის წიგნაკი სათანადო წესით. შეთავსებით მომუშავეთა შრომის წიგნაკების შევსება ხდება ძირითადი სამუშაო ადგილის მიხედვით;
25.3.თითოეულ თანამშრომელზე გახსნას პირადი საქმე, რომელშიც ინახება: კადრების აღრიცხვის პირადი ფურცელი, ავტობიოგრაფია, განათლების შესახებ დოკუმენტის ნოტარიალური წესით დამტკიცებული ასლი.
25.4. მუშაკი სამსახურში მიღებულად ჩაითვლება, როცა გაფორმდება ორმხრივი ხელშეკრულება ხელმოწერის დადასტურებით, სადაც მითითებული იქნება მინდობილი სამუშაო, შრომის ანაზღაურების პირობები (ფორმა და ოდენობა), ორმხრივი უფლება-მოვალეობანი დაფუძნებული შრომის კანონთა კოდექსზე.
25.5.სკოლის დირექტორი ვალდებული არ არის, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება დასაქმებაზე უარის თქმის შემთხვევაში.
თავი V.
მუხლი 26. მასწავლებლის უფლება-მოვალეობები
26.1 პედაგოგს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს სკოლის მართვაში.
26.2 მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ისარგებლოს სწავლისა და აღზრდის მეთოდების არჩევისა და გამოყენების თავისუფლებით;
26.3 მიიღოს შრომის ანაზღაურება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი სოციალური შეღავათებითა და დადგენილი ნორმატივების მიხედვით;
26.4 მოითხოვოს სასწავლო პროცესში მონაწილეთაგან მათთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულება;
26.5 მიიღოს დროული ინფორმაცია მოსწავლეთათვის ოლიმპიადების, კონფერენციების, სხვადასხვა სახის აკადემიური თუ შემოქმედებითი კონკურსების ჩატარების პირობების შესახებ და სხვ.;
26.6 მოსთხოვოს კლასის დამრიგებელს მოსწავლის მშობლის გამოძახება სკოლაში;
26.7 უფლებამოსილია, დირექტორის მიერ გამოტანილი დისციპლინარული სახდელი გაასაჩივროს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრში, რომელიც ვალდებულია, საჩივარი განიხილოს 14 დღის ვადაში და შესაბამისი დასკვნა 3 დღის ვადაში წერილობით წარუდგინოს მასწავლებელს;
26.8 პედაგოგი ვალდებულია, შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით, ეთიკის კოდექსის ნორმებით, შინაგანაწესით, სკოლის წესდებით და შრომითი ხელშეკრულებით დადგენილი წესები;
26.9 პედაგოგი ვალდებულია, თვეში ერთხელ ჩააბაროს აღსარება და დირექციას წარუდგინოს მოძღვრის რეკომენდაცია.
26.10 ეროვნული სასწავლო გეგმიდან გამომდინარე, განუვითაროს მოზარდებს ფიზიკური და გონებრივი უნარ-ჩვევები განათლების ეროვნული მიზნების ცხოვრებაში რეალიზებისათვის;
26.11 დაეხმაროს მოზარდს, შეძლოს ზოგადი განათლების სამივე საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონის დაძლევა, რომელსაც სახელმწიფო დაადასტურებს შესაბამისი დოკუმენტის გაცემით.
26.12 სკოლაში გამოცხადდეს დროულად, გაკვეთილების დაწყებამდე, არა უგვიანეს, 15 წუთით ადრე;
26.13 პედაგოგიური საქმიანობის განხორციელებისას მასწავლებელმა უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს კანონმდებლობითა და ეთიკის კოდექსის ნორმებით. ყველა გაკვეთილი ჩაატაროს ახალი მეთოდებითა და ხერხებით, მისცეს მოსწავლეებს ხარისხიანი განათლება;
26.14 შეაფასოს მოსწავლე ობიექტურად და მოსწავლის მიერ მიღებული მიმდინარე განმსაზღვრელი შეფასება კომპონენტების მიხედვით შეიტანოს საკლასო ჟურნალში მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების შესახებ გვერდზე, ხოლო მოსწავლეთა გაცდენები კი _ შესაბამის გრაფაში;
26.15 აწარმოოს საკლასო ჟურნალი _ ჟურნალის წარმოების წესის შესაბამისად;
26.16 დაიცვას სკოლის მოსწავლეთა პიროვნული ღირსებები, არ დაუშვას ფიზიკური და ძალადობრივი მეთოდების გამოყენება მოსწავლეთა მიმართ;
26.17 გამოიჩინოს თანაბარი ყურადღება და მზრუნველობა ყველა მოსწავლის მიმართ განურჩევლად მათი სოციალური, ეთნიკური, რელიგიური, გენდერული, ლინგვისტური თუ მსოფლმხედველობრივი კუთვნილებისა;
26.18 მოსწავლეთა ნდობის მოპოვების მიზნით მასწავლებელი მთელი სერიოზულობით მოეკიდოს მოსწავლეთა აზრებს, შეუქმნას მათ ყველა პირობა იდეებისა და შეხედულებების თავისუფლად გამოხატვისათვის;
26.19 იმუშაოს კეთილსინდისიერად, ზუსტად შეასრულოს სკოლის წესდებით, შინაგანაწესით, დებულებებითა და კანონით მათზე დაკისრებული მოვალეობები;
26.20 ისარგებლოს სკოლის უძრავ-მოძრავი ქონებით, საკუთარი პროფესიული მოვალეობის აღსასრულებლად, შინაგანაწესით და წესდებით განსაზღვრული ფორმით;
2.21 მოითხოვოს სკოლის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის გ6ანხილვა პედსაბჭოზე, კათედრის სხდომაზე;
26.22 პატივისცემით მოექცეს კოლეგებს, მიუხედავად მათი პროფესიული გამოცდილებისა თუ სხვა პიროვნული თავისებურებებისა;
26.23 მასწავლებელი ყოველთვის მზად უნდა იყოს, გაუზიაროს კოლეგებს შეძენილი ცოდნა და ითანამშრომლოს მათთან სწავლების ახალი მეთოდების სასწავლო პროცესში დანერგვის მიზნით;
26.24 მასწავლებელი ვალდებულია, თავი შეიკავოს მოსწავლეების, მშობლების ან სხვა მასწავლებლების თანდასწრებით კოლეგების გაკიცხვისაგან;
26.25 მასწავლებელს თავისი წვლილი შეაქვს სკოლის განვითარებისთვის დაგეგმილ ღონისძიებებში;
26.26 მასწავლებელი ვალდებულია, აიმაღლოს პროფესიული კვალიფიკაცია;
26.27 იგი იცავს სამუშაო დროის ხანგრძლივობას და მაქსიმალურად იყენებს დაკისრებულ მოვალეობათა შემოქმედებითი და ეფექტური შესრულებისთვის;
26.28 დროულად და ზუსტად ასრულებს ადმინისტრაციის განკარგულებებს;
26.29 მუდმივად ავლენს შემოქმედებით ინიციატივას შრომითი საქმიანობის მაღალი შედეგების მისაღწევად;
26.30 იცავს უსაფრთხოებისა და ხანძარსაწინააღმდეგო წესებს;
26.31 ყოველთვის იყოს ყურადღებიანი და ზრდილობიანი ბავშვებთან, მათ მშობლებთან და თანამშრომლებთან;
26.32 სისუფთავესა და წესრიგში იქონიოს სამუშაო ადგილი;
26.33 გაუფრთხილდეს სკოლის ინვენტარს;
26.34 ეკონომიურად ხარჯოს ელ-ენერგია;
26.35 მონაწილეობა მიიღოს კონფლიქტის გარკვევასა და დარეგულირებაში;
26.36 დაიცვას პედაგოგიური და კოლეგიალური ეთიკის ნორმები;
26.37 მოსწავლის მიერ მოსწავლეთა ქცევის კოდექსის დარღვევის შემთხვევაში აცნობოს სკოლის დირექციას;
26.38 საკლასო ჟურნალში, მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების აღრიცხვის გვერდზე, ყოველდღიურად შეიტანოს მოსწავლეთა მიმდინარე განმსაზღვრელი შეფასებები კომპონენტების მიხედვით და გაცდენები.
26.39 მოქმედი კანონმდებლობით გამოყვანილი სემესტრული და წლიური განმსაზღვრელი შეფასება ზუსტად შეიტანოს საკლასო ჟურნალში მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების აღრიცხვის გვერდზე;
26.40 შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით, სკოლის წესდებითა და შინაგანაწესით დადგენილი წესები და მოთხოვნები;
26.41 გაკვეთილების, კლასგარეშე და სკოლისგარეშე ღონისძიებების ჩატარებისას იზრუნოს ბავშვთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე,
26.42 იზრუნოს სწავლა-სწავლების შედეგებსა და დოკუმენტაციის დროულ და ზუსტ წარმოებაზე;
26.43 მონაწილეობა მიიღოს გაკვეთილებს შორის დასვენებების დროს სართულებზე, ფოიეში, ეზოსა და სასადილოში მორიგეობაში.
თავი VI.
მუხლი 27. კლასის დამრიგებელი
27.1. დამრიგებელს უნდა ჰქონდეს ყველა მშობლის საკონტაქტო ინფორმაცია, რომ, საჭიროების შემთხვევაში, შეძლოს მოსწავლის ოჯახთან დროულად დაკავშირება
27.2. ატყობინებს მშობელს მოსწავლის მხრიდან დისციპლინური დარღვევის ჩადენის შესახებ და ხელს უწყობს მის ჩართვას დისციპლინურ ღონისძიებებში.
27.3. დაეხმაროს მოსწავლეს აკადემიური თუ სხვა პრობლემის გადაჭრაში;
პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში იგი უნდა იყოს შუამავალი მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს შორის;
27.4. მშობლებს თვეში ერთხელ მაინც აცნობოს შვილის ყოფაქცევისა და აკადემიური მოსწრების საკითხები;
27.5. რეაგირების გარეშე არ დატოვოს მოსწავლეთა ქცევის კოდექსის დარღვევის არც ერთი შემთხვევა და იმოქმედოს შინაგანაწესის შესაბამისად;
27.5. სკოლაში გამოცხადდეს დროულად, გაკვეთილების დაწყებამდე, არა უგვიანეს, 15 წუთით ადრე და საგაკვეთილო პროცესის დასრულებამდე აკონტროლოს კლასის დღის რეჟიმი და მოსწავლეთა დისციპლინა;
27.6. ახორციელებს სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების დასწრების
ყოველდღიურ შემოწმებას.
27.7. სასწავლო წლის დასაწყისშივე ახორციელებს მოსწავლისა და მისი მშობლების ინფორმირებას მოსწავლის მიერ გაკვეთილების გაცდენის გამო მოსალოდნელი სავარაუდო შედეგების შესახებ;
27.8. ახორციელებს სადამრიგებლო კლასის მოსწავლთა, სხვა სკოლაში გადასვლის შემთხვევაში, მისი აკადემიური მოსწრებისა და გაკვეთილებზე დასწრების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ადმინისტრაციისათვის;
27.9. ინდივიდუალური შეხვედრების დროს გააცნოს მშობლებს შვილის აკადემიური მოსწრება;
27.10. გაარკვიოს მოსწავლის მიერ გაკვეთილების გაცდენის მიზეზი;
27.11. საგნების მასწავლებლებისაგან პერიოდულად მიიღოს ინფორმაცია თავისი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების აკადემიური მოსწრების, პიროვნული პრობლემებისა თუ ზოგადი წარმატებების შესახებ;
27.12. ყოველი სემესტრისა და წლის ბოლოს, თავისი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების გაცდენები და საგნის მასწავლებლების მიერ მოსწავლეთა მიმდინარე განმსაზღვრელი შეფასების საფუძველზე გამოყვანილი განმსაზღვრელი სემესტრული და წლიური შეფასება, ზუსტად შეიტანოს საკლასო ჟურნალში მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების აღრიცხვის გვერდზე.
27.13. გაააფრთხილოს მშობელი შვილის მიერ გაკვეთილების არასაპატიო გაცდენებისა და დაბალი აკადემიური მოსწრების შესახებ _ ოფიციალურად;
27.14. სასწავლო წლის ბოლოს თითოეულ მოსწავლეზე წერს მოკლე დახასიათებას, სადაც აღწერს: მოსწავლის ძლიერ და სუსტ მხარეებს, მოსწავლის აკადემიურ მოსწრებას, პიროვნულ პრობლემებსა და ზოგად წარმატებებს, მის შესაძლო მონაწილეობას წრეებში, სპორტულ შეჯიბრებებსა თუ სხვა რაიმე ღონისძიებებში.
27.15. დამრიგებელი მოიაზრება მოსწავლის მრჩევლად, რომელიც ეხმარება მას კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებაში, უკეთ განვითარებაში, მომავალი პროფესიის არჩევაში, ხელს უწყობს მას საკუთარი მიდრეკილებების გამოვლენასა და სპორტულ წრეებსა და კლუბებში ჩართვაში და სხვა;
27.16. ძირითადად დამრიგებელი აწესრიგებს თავისი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების დოკუმენტაციას;
27.17. მინიმუმ წელიწადში ერთხელ, მშობლებთან, მასწავლებლებსა და მოსწავლეებთან ერთად წინასწარ განსაზღვრული მარშრუტით მიჰყავს კლასი ექსკურსიაზე;
27.18. დაუშვებელია ერთი მოსწავლის ყოფაქცევისა და აკადემიური მოსწრების შესახებ საუბარი მეორის მშობლის თანდასწრებით.
27.19. დამრიგებელი ვალდებულია, თვეში ერთხელ ჩააბაროს აღსარება და წარადგინოს რქტორატთან მოძღვრის რეკომენდაცია.
27.20. მოითხოვოს მოსწავლეებისაგან მოძღვრის რეკომენდაცია.
მუხლი 28. მასწავლებელს ეკრძალება:
28.1. მოსწავლეთათვის ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება.
28.2. სკოლის ქონებისა და ინვენტარის განადგურება;ბილწსიტყვაობა;
28.3. ალკოჰოლური ან ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ ყოფნა;
28.4. ცივი და ცეცხლსასროლი იარაღის, ასაფეთქებელი ნივთიერების, ნარკოტიკული და ალკოჰოლური ნივთიერებების შემოტანა, მოხმარება და გავრცელება;
28.5. ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიური მწარმსის, სქესის, აკადემიური მოსწრების, სოციალური წარმომავლობის ან პირადი შეხედულებების მიხედვით დისკრიმინაცია;
მუხლი 29.
თანამშრომელს შეიძლება გამოეცხადოს გაფრთხილება:
29.1. ორზე მეტი დაგვიანებისთვის (გაკვეთილებზე, თათბირებზე, პედსაბჭოსა და სამსახურში) ან გაკვეთილის არასაპატიო მიზეზით გაცდენისას;
19.2. პედაგოგიური და კოლეგიალური ეთიკის ნორმების და უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის;
29.3. პედსაბჭოს არასაპატიო მიზეზით გაცდენისათვის;
29.4. კალენდარული გეგმის შეუსრულებლობის ან მისი არქონისათვის;
30.5. დამრიგებლისთვის დაკისრებულ მოვალეობათა შეუსრულებლობისთვის.
29.6. საკლასო ჟურნალის არასწორი წარმოებისათვის;
29.7. საგანში კლასების მიხედვით სილაბუსის არქონისათვის.
მუხლი 30.
თანამშრომელს შეიძლება გამოეცხადოს საყვედური:
30.1. ერთი გაფრთხილების მიღების შემდგომ;
30.2. ერთი დაგვიანებისა ან გაკვეთილის არასაპატიოდ გაცდენისათვის;
30.3. მოსწავლის ან კოლეგის სიტყვიერი შეურაცხყოფისათვის;
30.4. ხელშეკრულებით გათვალისწინებული მუხლების დარღვევისათვის;
30.5. შინაგანაწესით დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობისათვის.
30.6. არასწორი ინფორმაციის გავრცელებისათვის.
მუხლი 31.
თანამშრომელს შეიძლება გამოეცხადოს სასტიკი საყვედური:
31.1. სკოლის მატერიალური ზარალის მიყენებისათვის;
31.2. გაკვეთილზე სისტემატური არასაპატიო დაგვიანება-გაცდენისათვის;
31.3. დამრიგებლისთვის დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობისა და ისეთი სა ქციელის ჩადენისათვის, რომელიც ლახავს სკოლის სახელს;
31.4. 30.4-სა და 30.5-ში აღიშნული პუნქტების შეუსრულებლობისათვის;
მუხლი 32.
თანამშრომებელი შეიძლება გათავისუფლდეს:
32.1. სამსახურის ვადის ამოწურვისას;
32.2. საკუთარი ინიციატივით;
32.3. შტატებით გათვალისწინებულ საშტატო ერთეულის შემცირებისას;
32.4. დაწესებულების ლიკვიდაციისას;
32.5. დისციპლინარული გადაცდომებისას;
32.6. ხანგრძლივი შრომისუუნარიანობისას (30 კალენდარული დღე);
32.7. მოსწავლის ან კოლეგის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისათვის;
32.8. მოსწავლეთა მხრიდან ჩადენილი დანაშაულის დაფარვისათვის;
32.9. მასწავლებლის ეთიკის ნორმების დარღვევისათვის;
32.10. სხვადასხვა დაწესებულებებში სამუშაოდ გადასვლასთან დაკავშირებით;
32.11. გარდაცვალებისას;
32.12. ორი და მეტი საყვედურის გამოცხადებისას;
32.13. სასტიკი საყვედურის გამოცხადების შემდეგ ნებისმიერი გადაცდომისათვის.
მუხლი 33.
მასწავლებლის ქცევის წესი და პროფესიული კომპეტენტურობა
33.1. ეროვნული სასწავლო გეგმიდან გამომდინარე ობიექტურად აფასებს მოსწავლეებს (ძირითადად არის ორი ტიპის შეფასება: განმსაზღვრელი და განმავითარებელი);
33.2. მასწავლებელი არ იღებს მოსწავლისგან ან მშობლისგან საჩუქარს ან სხვა სახის სარგებელს მოსწავლის მაღალი შეფასების თუ მისთვის უპირატესობის მინიჭების სანაცვლოდ;
33.3. მასწავლებელი, პროფესიული ვალდებულების შესრულებისას, დამოუკიდებელი, კეთილსინდისიერი და მიუკერძოებელია;
33.4. მასწავლებელი ხელს უწყობს მოსწავლეებში მართლმადიდებლური, დემოკრატიული და პატრიოტული ღირებულებების ჩამოყალიბებას.
33.5. მასწავლებელი, თავისი პროფესიული საქმიანობისას, სამართლიანობის, ურთიერთპატივისცემის, ადამიანის უფლებათა დაცვის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და გარემოს დაცვის მაგალითს აძლევს მოსწავლეებს;
33.6. მასწავლებელი იცავს მოსწავლეებთან, მშობლებთან, მასწავლებლებსა და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
33.7. მასწავლებელი, თავისი საქმიანობისას, ყოველთვის პუნქტუალურია და აცვია სამრევლო სკოლისათვის შერჩეული ფორმა;
33.8. მასწავლებელი მეტყველებს ეთიკური ნორმების შესაბამისად, გამართული და მოსწავლეებისათვის გასაგები ენით;
33.9. მასწავლებელი ეფექტურად იყენებს პედაგოგიური საქმიანობისთვის განკუთვნილ დროს, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სასწავლო მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად;
33.10. მასწავლებელი უფრთხილდება სკოლის ქონებას და მიზანმიმართულად იყენებს სკოლის რესურსებს;
33.11. მასწავლებელი არ იყენებს პროფესიულ ან ინსტიტუციურ პრივილეგიებს პირადი მიზნებისათვის;
33.12. მასწავლებელი ზრუნავს საკუთარ უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე.
მუხლი 34.
მოსწავლეებთან ურთიერთობა:
34.1. მასწავლებელი ითავსებს მოსწავლის მრჩევლის ფუნქციას სასწავლო პროცესში წარმოქმნილი სირთულეების გადასალახავად და მოსწავლის სურვილის შემთხვევაში, ეხმარება მას პირადი პრობლემების მოგვარებაში;
34.2. მასწავლებელი არ აყენებს მოსწავლეს სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას და არ ახდენს მასზე ემოციურ (ფსიქოლოგიურ) ზეწოლას;
34.3. მასწავლებელი არ უწევს საკუთარ მოსწავლეს დამატებით ფასიან საგანმანათლებლო მომსახურებას, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მასწავლებელი ინარჩუნებს სიმშვიდეს კონფლიქტურ სიტუაციებში, ისმენს მოსწავლეთა აზრს და იღებს ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებებს;
34.4. მასწავლებელი, სასწავლო პროცესის განმავლობაში, ზრუნავს მოსწავლის ჯანმრთელობის, პირადი უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვაზე;
34.5. მასწავლებელი მაგალითს აძლევს და ეხმარება მოსწავლეებს ჯანსაღი ცხოვრების წესისათვის აუცილებელი ღირებულებებისა და უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში.
34.6. მასწავლებელი, მოსწავლეებთან ურთიერთობის დროს, იცავს ზნეობრივ ნორმებს;
34.7. მასწავლებელი პატივს სცემს მოსწავლეთა აზრებს, უქმნის მათ ყველა პირობას იდეებისა და შეხედულებების თავისუფლად გამოსახატავად;
34.8. მასწავლებელი არ ეწევა მოსწავლეებთან პოლიტიკურ პროპაგანდას;
34.9. მასწავლებელი არ იყენებს მოსწავლის ფიზიკურ და ინტელექტუალურ შრომას ან პოტენციალს პირადი მიზნებისათვის;
34.10. მასწავლებელი იჩენს თანაბარ ყურადღებას ყველა მოსწავლის მიმართ, განურჩევლად სქესის, რასის, ენის, რელიგიის, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის ან სხვა ნიშნისა და ზრუნავს, რომ ყველა მოსწავლემ მიიღოს ხარისხიანი განათლება, მათი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა თუ შეზღუდული შესაძლებლობის მიუხედავად.
მუხლი 35.
მშობლებთან ურთიერთობა:
35.1. მასწავლებელი თანამშრომლობს მოსწავლის მშობელთან და, საჭიროების შემთხვევაში, აწყობს მასთან ინდივიდუალურ შეხვედრებს;
35.2. მასწავლებელი თანამშრომლობს მოსწავლის მშობელთან და თავაზიანია მასთან ურთიერთობისას;
35.3. ყოველი სასწავლო სემესტრის დასაწყისში მასწავლებელი განმარტებებს აძლევს მშობლებს სასწავლო გეგმისა და მის მიერ არჩეული სწავლების მეთოდების შესახებ;
35.4. მასწავლებელი, მოთხოვნისა და საჭიროების შესაბამისად, მშობელს დროულად და ინდივიდუალურად აწვდის ინფორმაციას მოსწავლის აკადემიური მოსწრების შესახებ;
35.5. მასწავლებელს, თუ ის კლასის დამრიგებელია, აქვს ყველა მშობლის საკონტაქტო ინფორმაცია, რათა საჭიროების შემთხვევაში დროულად დაუკავშირდეს მშობელს.
35.6. მასწავლებელი ატყობინებს მშობელს მოსწავლის დისციპლინური დარღვევის შესახებ.
35.7. მასწავლებელი დაუყონებლივ უზრუნველყოფს მშობლის ინფორმირებას, თუ მოსწავლე არ გამოცხადდა სკოლაში, ან მის ჯანმრთელობას და პირად უსაფრთხოებას საშიშროება დაემუქრა;
თავი VII
მუხლი 36. კათედრა
კათედრის მუშაობის ფუნქციებია:
36.1. საგნობრივი ჯგუფის საგნის/საგნების სწავლების კოორდინაცია;
36.2. ერთმანეთის გამოცდილების გაზიარება, წარმატებების წინაპირობების განსაზღვრა და პრობლემების გადაჭრის გზების ძიება;
36.3. სწავლების ხარისხის ამაღლება და სახელმძღვანელოების შერჩევა;
36.4. შეფასების კრიტერიუმების შემუშავება და აღწერა;
36.5. სხვა საგნობრივი ჯგუფების მასწავლებლებთან კოორდინირებული მუშაობა (მაგ. ისტორიასა და ქართულში საერთო თემატიკის შეთანხმება, ექსკურსიებზე საერთო დავალებების მოფიქრება და სხვა.);
36.6. პროფესიული განვითარების გზების დასახვა;
36.7. რეკომენდაციების შემუშავება დამხმარე სასწავლო მასალებისა და ბიბლიოთეკისთვის საჭირო წიგნების შესახებ;
36.8. რეკომენდაციების შემუშავება ახალი მეთოდოლოგიებისა და მიდგომების შესახებ;
36.9. რეგულარული შეხვედრების ორგანიზება (დღის წესრიგის მომზადება, საჭიროების შემთხვევაში ოქმებისა და საბუთების წარმოება);
36.10. პროფესიული განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებების ორგანიზება (ტრენინგების, კონფერენციების და სხვ. მოწყობა).
36.11. კათედრის წევრები იკრიბებიან სემესტრში, მინიმუმ, ორჯერ. ამ შეკრებებზე ხდება ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივი პროგრამებისა და, შესაბამისად, არჩეული სახელმძღვანელოების განხილვა.
36.12. წინასწარ იგეგმება, თუ რა საჭიროებები ექნებათ მასწავლებლებს წლის განმავლობაში; რა პრობლემების გადაჭრა იქნება აუცილებელი; რა რესურსების გამოყენება იქნება საჭირო ეფექტურად სწავლებისათვის და ა.შ.
36.13. სემესტრების ბოლოს კათედრის შეხვედრისას ასევე უნდა გადაიხედოს საგანმანათლებლო სტანდარტის შესრულების მიმდინარეობა. ამ დროისთვის უნდა გამოვლინდეს პრობლემები და გაკეთდეს შეფასება, თუ რა ხერხებით იქნება შესაძლებელი ყველა მოსწავლისთვის საგნობრივ პროგრამებში აღწერილი შედეგების მიღწევა.
თავი VIII.
მუხლი 37. სასწავლო პროცესი
37.1. სკოლა სასწავლო პროცესს განახორციელებს დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე;
37.2. ზოგადი განათლების შინაარსი განისაზღვრება სკოლის მიერ ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით, დამოუკიდებლად შემუშავებული, მიღებული და განსახორციელებელი პროგრამებით;
37.3. სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად სკოლა დამოუკიდებლად შეიმუშავებს სასკოლო სასწავლო გეგმას, სასწავლო რეჟიმსა და საგაკვეთილო ცხრილს;
37.4. სწავლება სკოლაში მიმდინარეობს ქართულ ენაზე.
37.5. მოსწავლეები, რომლებმაც სრულად აითვისეს საგანმანათლებლო პროგრამები, გადადიან მომდევნო კლასსა და საფეხურზე;
37.6. სკოლაში მოსწავლეთა მიღების, მომდევნო კლასში გადაყვანის, დატოვების
37.7. და გარიცხვის პირობები განისაზღვრება სკოლის შინაგანაწესითა და შესაბამისი დებულებით, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე;
37.8. სასწავლო პროცესის მონაწილენი არიან მოსწავლეები, მათი მშობლები (კანონიერი წარმომადგენლები), მასწავლებლები და დაწესებულების სხვა მოსამსახურენი;
37.9. სასწავლო პროცესის მოსწავლეთა უფლება–მოვალეობები რეგულირდება სკოლის წესდებით, შინაგანაწესითა და მოსწავლის მშობელსა (კანონიერი წარმომადგენელს) და სკოლის დირექტორს შორის დადებული ხელშეკრულებით;
37.10. სასწავლო პროცესის განხორციელების ძირითადი სტრუქტურული ერთეულია კლასი;
37.11. სკოლაში ჩარიცხულ მოსწავლეებს კლასებში (ჯგუფებში) ბრძანებით ანაწილებს სკოლის რექტორი;
38.12. თითოეულ კლასს (ჯგუფს) ჰყავს დამრიგებელი, რომელსაც თანამდებობაზე ერთი სასწავლო წლით ნიშნავს სკოლის დირექტორი;
38.13. სადამრიგებლო პროგრამა განისაზღვრება სასკოლო სასწავლო გეგმით;
38.14. კლასის დამრიგებლის უფლება_მოვალეობები განისაზღვრება სასკოლო სასწავლო გეგმითა და შინაგანაწესით.
მუხლი 38.
მოსწავლეთა ჩარიცხვა
38.1. მოსწავლეები I-XII კლასში ჩაირიცხებიან გასაუბრების საფუძველზე;
38.2. მოსწავლის კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს:
• განცხადება;
• დაბადების მოწმობის დედანი ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
• მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;
• მოსწავლის პირადი საქმე.
38.3. დასაშვებია მოსწავლის მიღება სხვა სკოლიდან, გადმოყვანა ხდება მშობლის განცხადების საფუძველზე, რომელიც ვალდებულია, წარმოადგინოს აკადემიური მოსწრებისა და გაცდენების დამადასტურებელი დოკუმენტი, ამორიცხვის ბრძანება და პირადი საქმე;
38.4. მოსწავლეს შეიძლება, უარი ეთქვას ჩარიცხვაზე, თუ სკოლას მეტი მოსწავლის მიღება არ შეუძლია ან მასთან გასაუბრების შემდეგ დადგინდა, რომ მისი ცოდნის დონე არ შეესაბამება სკოლის მოთხოვნებს;
38.5. სკოლაში ჩარიცხულ ყველა მოსწავლეს აქვს სწავლისა და თვითრეალიზაციის თანაბარი პირობები.
მუხლი 39
მოსწავლის ამორიცხვა
39.1. სკოლიდან მოსწავლის ამორიცხვა ხდება:
• სხვა სკოლაში გადასვლისას სათანადო საბუთების (მოთხოვნა, დასტური) წარმოდგენის
შემთხვევაში;
• მშობლის განცხადების საფუძველზე;
• მოსწავლის ქცევის კოდექსის დარღვევისა და დირექციის გადაწყვეტილების
შემთხვევაში.
მუხლი 40.
მოსწავლეთა შეფასება
40.1. შეფასების მიზნიდან გამომდინარე, მოსწავლეთა შემოწმება დაკავშირებულია არამხოლოდ სწავლების შედეგთან, არამედ სწავლის პროცესთან. ამის უზრუნველსაყოფად სკოლაში გამოიყენება ორი ტიპის შეფასება: განმსაზღვრელი და განმავითარებელი.
40.2. განმსაზღვრელი შეფასება ადგენს ცოდნის განსაზღვრის დონეს, თუ რამდენად დაეუფლა იგი საგნობრივი პროგრამებით განსაზღვრულ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს, რამდენად დაშორდა ან მიუახლოვდა ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ მიზნებს. განმსაზღვრელი შეფასება აკონტროლებს სწავლის ხარისხს, იგი განსაზღვრავს თითოეული მოსწავლის ცოდნის დონეს.
40.3. განმავითარებელი შეფასების მიზანია სწავლის ხარისხის გაუმჯობესების უზრუნველყოფა, თითოეული მოსწავლისათვის არსებობს შეფასების რუბრიკები და რვეულები კომენტარებით, სადაც გარკვეული სიხშირით (მინიმუმ კვირაში ერთხელ) ხდება სიტყვიერი შეფასება მისი მაქსიმალურად განვითარებისათვის.
განმავითარებელი შეფასებისას მასწავლებელი მოსწავლეთა საქმიანობას ამოწმებს არა მათი მიღწევის დონის განსასჯელად და ნიშნების დასაწერად, არამედ მათ დასახმარებლად. იგი აკვირდება თითოეულ მოსწავლეს სწავლის პროცესში, შეისწავლის მათ საჭიროებებს, რათა ამ მოთხოვნილებათა გათვალისწინებით დაგეგმოს საგაკვეთილო პროცესი და თითოეულ მათგანს მაქსიმალურად შეუწყოს ხელი წინსვლაში. მასწავლებელი ქმნის თანამშრომლობით და კონსტრუქციულ სასწავლო გარემოს, სადაც მოსწავლეებს არ აფერხებთ არც მარცხის და არც წარუმატებლობის შიში. მათ ნებისმიერ შემთხვევაში მასწავლებლის რჩევისა და მხარდაჭერის იმედი აქვთ. ასეთ გარემოში თითოეული მოსწავლე, ცოდნის დონის მიუხედავად, ახალი ცოდნის შეძენით, გამოცდილების გამდიდრებითა თუ უნარების გაუმჯობესებითაა დაკავებული.
განმავითარებელი შეფასების პროცესში მასწავლებელთან ერთად ჩართულები არიან მოსწავლეებიც. ისინიც ცდილობენ, მასწავლებლის დახმარებით, დაადგინონ საკუთარი მოთხოვნილებები, ძლიერი და სუსტი მხარეები, შემაფერხებელი ფაქტორები. ამ პროცესებში ჩართვა აყალიბებს მათში თვითშეფასებისა და თვითგანვითარების უნარ-ჩვევებს, ზრდის მათ ქმედუნარიანობასაც და პასუხისმგებლობასაც. არსებობს მოსწავლეთა გამოკითხვის რუბრიკები, რის საშუალებითაც ვადგენთ მათ ნაკლს სწავლაში და წარმატების მიღწევაში ვეხმარებით.
მნიშვნელოვანია, ხაზი გაესვას იმ ფაქტს, რომ განმავითარებელი შეფასების შემთხვევაში, მოსწავლე ფასდება საკუთარ თავთან, საკუთარ მიღწევებთან და არა – ყველასათვის საერთო ნორმასთან მიმართებით, რათა მან დაინახოს საკუთარი წინსვლა და ირწმუნოს, რომ შეუძლია სიძნელეთა ეტაპობრივად გადალახვა.
განმავითარებელი შეფასებისას უპირატესად გამოიყენება ისეთი საშუალებები, როგორებიცაა სიტყვიერი კომენტარი, რჩევა-დარიგება, დაკვირვების ფურცლები, თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების სქემები, ცოდნის ათვისების, ან უნარის განვითარების ეტაპების გამომხატველი დონეები. ათვისების თუ ფლობის დონეებით შედგენილი შეფასების ან თვითშეფასების სქემები მასწავლებელსაც და მოსწავლესაც საშუალებას აძლევს, დინამიკაში დაინახოს კონკრეტული ცოდნის თუ უნარის ათვისების პროცესი.
ქულები |
შეფასების დონეები |
10 |
მაღალი |
9 |
8 |
საშუალოზე მაღალი |
7 |
6 |
საშუალო |
5 |
4 |
საშუალოზე დაბალი |
3 |
2 |
დაბალი |
1 |
მუხლი 41.
მოსწავლეთა შეფასების სისტემა
41.1. I-IV კლასებში სემესტრისა და წლიურ შეფასებას კომენტარების სახით წერს თითეული საგნის პედაგოგი, შემდეგ კლასის დამრიგებელი ახდენს შეჯამებას. კომენტარში უნდა იყოს მითითებული მოსწავლის წარმატებები და რჩევები საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოვლენისთვის. აღნიშნულ ინფორმაციას კლასის დამრიგებელი აცნობს მშობლებს.
41.2. V-XII კლასებში მოსწავლის შეფასება ხდება 10 ქულიანი სისტემით.
სამრევლო სკოლაში შეფასების სისტემა არის ხუთდონიანი და ათქულიანი. 10 საუკეთესო ნიშანია, 1 კი – ყველაზე დაბალი. ათქულიანი სისტემა, ერთი მხრივ, უფრო ზუსტი შეფასების საშუალებას იძლევა, მეორე მხრივ, მეტ საშუალებას აძლევს მასწავლებელს, აჩვენოს მოსწავლეს საკუთარი პროგრესი თუ რეგრესი. შეფასების სისტემა ათბალიანი და ხუთდონიანია დაბალი 1-2 ქულა; საშუალოზე დაბალი – 3-4 ქულა; საშუალო 5-6, ქულა; საშუალოზე მაღალი 7-8, მაღალი 9-10 ქულა. შეფასება ხდება სამი კომპონენტის მიხედვით (საშინაო დავალება, საკლასო დავალება, შემაჯამებელი დავალება).
41.3. V-XII კლასებში საგანში ”სპორტი”, მუსიკა. საღვთო სჯული, სახარების განმარტება მოსწავლე ფასდება ჩათვლის სისტემით: ჩაეთვალა/არ ჩაეთვალა.
VII-VIII-IX-X-XI-XII კლასებში სკოლა დამატებით ატარებს საკონტროლო წერას ყველა ძირითად საგანში.
41.4. I-IV კლასებში მოსწავლეთა წლიური შეფასება ნიშნებით არ ხდება. ამ კლასებში სემესტრის ბოლოსა და წლის ბოლოს კლასის დამრიგებელმა საკუთარი და სხვა მასწავლებლებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე უნდა დაწეროს მოკლე შემაჯამებელი წერილობითი შეფასება, რომელშიც დაახასიათებს მოსწავლეს, აღნიშნავს მის წარმატებებს და მიუთითებს, რაში სჭირდება გავარჯიშება მოსწავლეს საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოსავლენად.
41.5. V-XII კლასებში ნიშნები იწერება 10 ქულიანი სისტემით.
საგნებში: სპორტი, საღვთო სჯული, სახარების განმარტება, მუსიკა მოსწავლე ფასდება ჩათვლის სისტემით ( ჩაეთვალა/არ ჩაეთვალა);
მოსწავლე ”აბიტურის საათის” საგნებში ფასდება განმავითარებელი შეფასებით.
მუხლი 42.
კომპონენტების მიხედვით სემესტრული ნიშნის შემადგენელი ნაწილებია:
. საშინაო დავალებები;
. მიმდინარე საკლასო დავალებები;
. შემაჯამებელი დავალებები (საკონტროლო/გამოცდა/ტესტირება და სხვ).
მუხლი 43.
შეფასება და გაცდენები
43.1 თუ საბაზო/საშუალო საფეხურის მოსწავლემ სემესტრის განმავლობაში გააცდინა კონკრეტული საგნისთვის ერთი სასწავლო წლის მანძილზე დათმობილი საათების 1/4 და მეტი, მაგრამ 1/2-ზე ნაკლები, მის სემესტრულ ნიშანს დააკლდება 20%. თუ მოსწავლეს არ აკმაყოფილებს მიღებული ნიშანი, მას მიეცემა საშუალება, გავიდეს სკოლის მიერ ორგანიზებულ სემესტრულ გამოცდაზე.
43.2. თუ საშუალო საფეხურის მოსწავლემ გააცდინა კონკრეტული საგნისთვის ერთი სასწავლო წლის მანძილზე გათვალისწინებული საათების 1/2-ზე მეტი, იგი ამ საგანში არ იღებს საგნის წლიურ ნიშანს. აღნიშნულ საგანში შეფასებას იღებს ექსტერნატის ფორმით გამოცდის დაძლევის საფუძველზე. საბაზო საფეხურის მოსწავლე კონკრეტული საგნისთვის ერთი სასწავლო წლის მანძილზე გათვალისწინებული საათების 1/2-ზე მეტის გაცდენის შემთხვევაში შეფასდება შიდა სასკოლო გამოცდით.
43.3. კლასიდან კლასში გადადის ის მოსწავლე, რომლის საგნის საერთო წლიური ნიშანი შეადგენს 5.1 ქულას და მეტს (გამონაკლისია ის მოსწავლეები, რომლებიც გაცდენების გამო ვერ დაძლევენ ექსტერნატის წესით გამოცდას თუნდაც ერთ საგანში).
43.4. საფეხურიდან საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება აქვს მოსწავლეს, რომელსაც საფეხურის საბოლოო ნიშანი მინიმუმ 5.1 ქულა ექნება (გამონაკლისია ის მოსწავლეები, რომლებიც გაცდენების გამო ვერ დაძლევენ ექსტერნატის წესით გამოცდას თუნდაც ერთ საგანში).
საგნობრივი მინიმალური ქულები (არ ეხება ექსტერნატის წესით ჩაბარებული გამოცდის ნიშნებს).
43.5. სასწავლო წლის ბოლოს თუ მოსწავლე ვერ დაძლევს საგნობრივ მინიმალურ ქულას, ენიშნება საშემოდგომო გამოცდა. საშემოდგომო გამოცდის ნიშანი ჩაითვლება საგნის წლიურ ნიშნად. გამოცდის გრაფიკს, ჩატარების ფორმას განსაზღვრავს შესაბამისი კათედრა, ხოლო კონკრეტული მოსწავლისთვის დავალებათა გრაფიკს ადგენს საგნის მასწავლებელი
მუხლი 44.
გამოცდის ტიპები
სკოლაში ტარდება შემდეგი ტიპის გამოცდები:
• წლიური (სასწავლო წლის დამამთავრებელი) გამოცდა;
• სემესტრული გამოცდა
• საშემოდგომო გამოცდა;
• ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდა.
სემესტრული გამოცდა ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს ნიშნის გაუმჯობესება სურს.
მუხლი 45.
სასწავლო წლის დამამთავრებელი გამოცდა
45.1. სასწავლო წლის დამამთავრებელი გამოცდა ინიშნება სასწავლო წლის ბოლოს V-XI კლასებში სასკოლო სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შემდეგ საგნებში:
V კლასში: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა; ინგლისური, ისტორია;
VI კლასში: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა; ინგლისური, ბუნებისმეტყველება;
VII კლასში: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ინგლისური; ისტორია
VIII კლასში: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, რუსულიე ენა, გეოგრაფია;
IX კლასში: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ინგლისური, ისტორია
X კლასში: ქართული ენა და ლიტერატურა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია;
XI კლასში: გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია;
XII კლასში: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა; ინგლისური, ისტორია;
45.2. გამოცდები ინიშნება დირექტორის ბრძანების საფუძველზე. კოორდინაციას გაუწევს სასწავლო ნაწილის გამგე. გამოცდის ნიშანს გავლენა ექნება საგნის წლიურ ნიშანზე. წლიური ნიშნის გამოთვლისას წლიური გამოცდის ნიშანი ემატება სემესტრულ ნიშნებს და ჯამი იყოფა სამზე.
45.3. თუ მოსწავლემ ვერ გადალახა კონკრეტულ საგანში/საგნებში ბარიერი (მინიმალური შეფასება მიიღო 5.1–ზე დაბალი), მოსწავლეს დაენიშნება საშემოდგომო გამოცდა შესაბამის საგანში/საგნებში.
საშემოდგომო გამოცდამდე სკოლა გაუწევს კონსულტაციებს მოსწავლეებს იმ საგანში/საგნებში, რომლებშიც მათ ვერ გადალახეს დადგენილი ბარიერი.
საშემოდგომო გამოცდის ჩატარების პროცედურა განისაზღვრება სასკოლო სასწავლო გეგმით ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე.
მოსწავლე საგნის/საგნების წლიურ შეფასებას იღებს საშემოდგომო გამოცდის საფუძველზე (ანუ საშემოდგომო გამოცდის ნიშანი ხდება საგნის წლიური ნიშანი).
მუხლი 46.
ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდა
ამ გამოცდას აბარებენ ის მოსწავლეები, რომლებიც განსაზღვრულია „ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 5 მარტის №15/ნ ბრძანებით.
მუხლი 47.
ნიშნების გამოანგარიშების წესი
47.1. საგნის სემესტრული ნიშნის გამოანგარიშების წესი:
• მოსწავლის მიერ სემესტრის განმავლობაში სამივე კომპონენტში მიღებული ნიშნების ჯამი უნდა გაიყოს მიღებული ნიშნების რაოდენობაზე.
• მიღებული ქულა უნდა დამრგვალდეს მთელის სიზუსტით (მაგალითად, 6.15 მრგვალდება 6-მდე, 8.5 მრგვალდება 9-მდე).
• იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს არა აქვს შესრულებული ყველა შემაჯამებელი დავალება, მისი სემესტრული ნიშნის გამოსაანგარიშებლად სამივე კომპონენტში მიღებული ნიშნების ჯამი უნდა გაიყოს მიღებული ნიშნების და შეუსრულებელი შემაჯამებელი დავალებების რაოდენობის ჯამზე.
47.2. სასკოლო სასწავლო გეგმა ითვალისწინებს წლიური გამოცდის ჩატარებას და განსაზღვრულია, რომ ამ გამოცდის ნიშანიც აისახება წლიურ ნიშანზე. საგნის წლიური ნიშანი სამი შეფასების საშუალო არითმეტიკულია (დამრგვალებული მთელის სიზუსტით).
47.3. საერთო წლიური ნიშანი
საერთო წლიური ნიშანი გამოითვლება საფეხურის ფარგლებში მოსწავლის კლასიდან კლასში გადაყვანის მიზნებისთვის. საერთო წლიური ნიშანი გამოითვლება შემდეგი წესით: ვკრებთ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ყველა სავალდებულო საგნის (XI და XII კლასების შემთხვევაში სავალდებულო არჩევითი საგნების) წლიურ ნიშანს და ჯამს ვყოფთ ნიშნების საერთო რაოდენობაზე. საერო წლიური ნიშანი მრგვალდება მეათედის სიზუსტით.
47.4 საფეხურის საერთო ნიშანი
საფეხურის საერთო ნიშანი გამოითვლება იმავე პრინციპით, რომლითაც ითვლება საერთო წლიური ნიშანი, ანუ ვაჯამებთ საფეხურის მანძილზე ნასწავლი საგნების ყველა წლიურ ნიშანს (მაგ. მათემატიკა მე-10 კლასი, ქართული მე-10 კლასი, მათემატიკა მე-11 კლასი, ქართული მე-11 კლასი, მათემატიკა მე-12 კლასი, ქართული მე-12 კლასი და ა.შ.) და ვყოფთ ნიშნების საერთო რაოდენობაზე. საფეხურის საერთო ნიშანი მრგვალდება მეათედის სიზუსტით (მაგალითად, 6.55 მრგვალდება 6.6-მდე, 7.58 მრგვალდება 7.6-მდე, ხოლო 9.43 მრგვალდება 9.4-მდე).
47.5. საფეხურის დაძლევა
• კლასი დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის თითოეული საგნის წლიური ქულა არის 5,1 ან მეტი, რაც აძლევს მას მომდევნო კლასში გადასვლის უფლებას.
• დაწყებითი საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის საერთო საფეხურის ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.1 ან მეტი, რაც აძლევს მას საბაზო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას.
• საბაზო საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის საერთო საფეხურის ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.1 ან მეტი, რაც აძლევს მას საბაზო განათლების ატესტატის აღების, ან საშუალო საფეხურზე გადასვლის უფლებას.
• საშუალო საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის საერთო საფეხურის ქულა (დამრგვალების შემდეგ) არის 5.1-ან მეტი, რაც აძლევს მას სკოლის გამოსაშვებ გამოცდაზე გასვლის უფლებას.
მუხლი 48.
მოსწავლის აკადემიური მოსწრების აღიარება
48.1 ყოველი სასწავლო წლის ბოლოს საფეხურების მიხედვით დაჯილდოვდებიან წარჩინებული მოსწავლეები საფეხურის საერთო კრებებზე. პირი, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ნიშანია 10 დამრგვალების გარეშე, იღებს სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნის ატესტატს. პირი, რომლი საშუალო საფეხურის საერთო ნიშანი მეათედებამდე დმრგვალების შედეგად არის 9.8 და 9.9 იღებს ზოგადი განათლების ვერცხლის მედალოსნის ატესტატს.
48.2. პირზე, რომელმაც წინამდებარე სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საშუალო საფეხურის საგანი/საგნები წარჩინებით დაძლია ექსტერნატის ფორმით, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნის ატესტატი არ გაიცემა.
თავი IX
მუხლი 49. მოსწავლეთა უფლებები
49.1. მოსწავლეებს უფლება აქვთ ისარგებლონ სკოლის მიერ აღიარებული ყველა უფლებითა და თავისუფლებით, საქართველოს კანონმდებლობით, სკოლის წესდებითა და შინაგანაწესით დადგენილი წესების შესაბამისად;
49.2. მიიღოს სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტის შესაბამისი ხარისხიანი განათლება;
49.3. დაცული იყოს არასათანადო მოპყრობის, უყურადღებობისა და შეურაცხყოფისაგან;
49.4. გადავიდეს სხვა სკოლაში ზოგადი განათლების იმავე საფეხურზე;
49.5. მოითხოვოს სასწავლო პროცესში მონაწილეთაგან მათთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულება;
49.6. მიიღოს მასწავლებლისგან ინფორმაცია საკუთარი აკადემიური მოსწრების შესახებ;
49.7. უფასოდ ისარგებლოს სკოლის საბიბლიოთეკო ფონდით;
49.8. ჰქონდეს სწავლებისთვის შესაბამისი გარემო, ჯანმრთელობის დაცვისა და ფიზიკური სრულყოფის პირობები;
49.9. მიიღოს ინფორმაცია ოლიმპიადების, კონფერენციების, სხვადასხვა სახის აკადემიური და შემოქმედებითი კონკურსების პირობების შესახებ მათში მონაწილეობის მიზნით;
49.10. ისარგებლოს სკოლის სამედიცინო სამსახურის მომსახურებით;
49.11. მოითხოვოს ნებისმიერი საკითხის განხილვა პედსაბჭოზე. სკოლაში გაეცნოს ნებისმიერ საჯარო და მასზე არსებულ პერსონალურ ინფორამაციას.
მუხლი 50.
მოსწავლეთა მოვალეობები
50.1. მოსწავლე ვალდებულია, შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით, სკოლის წესდებითა და შინაგანაწესით დადგენილი წესები, მოსწავლეთა ქცევის კოდექსი;
50.2. გაკვეთილზე გამოცხადდეს დროულად;
50.3. სკოლაში გამოცხადდეს სამრევლო სკოლის ფორმით.
50.4. მასწავლებლის ნებართვის გარეშე არ გავიდეს გაკვეთილიდან;
50.5. დაემორჩილოს მასწავლებლის გადაწყვეტილებას გაკვეთილიდან გაძევების შესახებ;
50.6. დაემორჩილოს პედაგოგებისა და სკოლის თანამშრომლების სამართლიან მოწოდებას;
50.7. სკოლაში გამოცხადების შემთხვევაში დაესწროს ყველა გაკვეთილს;
50.8. პატივისცემით მოექცეს მასწავლებლებსა და მოსწავლეებს
50.9. შეატყობინოს სკოლის რექტორატს ქცევის კოდექსის ნებისმიერი სერიოზული დარღვევის შემთხვევაში.
50.10. თვეში ერთხელ ჩააბაროს აღსარება და სემესტრების ბოლოს წარმოადგინოს მოძღვრის რეკომენდაცია.
მუხლი 51.
მოსწავლეს ეკრძალება
5.1. სასწავლო პროცესის დასრულებამდე დატოვოს სკოლის ტერიტორია;
51.2. მიაყენოს ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფა სხვა მოსწავლეს;
51.3. სკოლის ქონებისა და სასკოლო ინვეტარის დაზიანება;
51.3. სხვა მოსწავლეების ღირსების შელახვა, დაშინება, გამოძალვა;
51.4. ალკოჰოლური ან ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ ყოფნა;
51.5. ხმამაღალი შეძახილებით ან ყვირილით საგაკვეთილო პროცესის ჩაშლა;
51.6. გაკვეთილებზე მობილური ტელეფონების გამოყენება.
51.7. ცივი ან ცეცხლსასროლი იარაღის, ასაფეთქებელი და ნარკოტიკული ნივთიერებების და სხვა კანონით აკრძალული ნივთების სკოლის ტერიტორიაზე შეტანა, მოხმარება და გავრცელება;
51.8. სკოლის შენობის ტერიტორიაზე სიგარეტის შეტანა და მოწევა;
51.9. სკოლის კედლებზე ან გამოკრულ დოკუმენტებზე წარწერების გაკეთება, ბილწსიტყვაობა, ქურდობა და ნებისმიერი ქმედება, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად ხელს უშლის სასწავლო პროცესის მიმდინარეობას;
51.10. წამლების შემოტანა სკოლაში, თუ მას არ აქვს ექიმის მიერ გამოწერილი ცნობა;
მუხლი 52.
მოსწავლის ქცევის წესები
52.1. მოსწავლე ყოველთვის თავაზიანია მასწავლებელთან და სკოლაში დასაქმებულ სხვა პირთან ურთიერთობაში და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას;
52.2. მოსწავლე ემორჩილება სკოლის რექტორს, მასწავლებლის, სკოლაში დასაქმებული სხვა პირისა და კარისკაცის კანონიერ მითითებებს.
52.3. მოსწავლე თავაზიანად ეპყრობა სხვა მოსწავლეებს, თავს იკავებს მათთან ძალადობისაგან, მუქარისგან, ცილისმწამებლური ან დამცინავი განცხადებებისაგან და არ აყენებს მათ რაიმე სახის შეურაცხყოფას;
52.4. მოსწავლე დროულად ცხადდება გაკვეთილზე ან სკოლის მიერ ორგანიზებულ სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაზე;
52.5. გაკვეთილზე ყოფნისას მოსწავლეს აქვს სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი ნივთები;
52.6. მოსწავლე გამოხატავს აზრებს და შეხედულებებს სხვა პირთა უფლებების შელახვის გარეშე;
52.7. მოსწავლე ხელს არ უშლის მასწავლებელსა და სხვა მოსწავლეებს, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას;
52.8.მოსწავლე პატივს სცემს სხვის აზრსა და აკადემიურ ნაშრომს, სხვისი ინტელექტუალური საქმიანობის შედეგად შექმნილ პროდუქტს არ ასაღებს თავისად;
52.9. მოსწავლე არ ეწევა პოლიტიკურ პროპაგანდას;
52.10. მოსწავლე არ ტოვებს გაკვეთილს მასწავლებლის ნებართვის გარეშე;
52.11. მოსწავლე უფრთხილდება და არ აზიანებს საკუთარ, სხვა პირთა და სკოლის ქონებას;
52.12.მოსწავლე იცავს სისუფთავეს სკოლაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე.
მუხლი 53.
სკოლაში აკრძალული ნივთები:
53.1 თამბაქოს ნაწარმი;
53.2 ყველანაირი სახის იარაღი ან ისეთი ბასრი ნივთები, რომლებიც შეიძლება, გამოყენებული იქნას იარაღად;
53.3 სანთებელა ან ასანთი;
53.4 ალკოჰოლური საშუალებები;
53.5 ტექნიკური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება, ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს;
53.6. ძვირადღირებული ნივთები ან დიდი ოდენობის ფული;
53.7. აზარტული თამაშის საშუალებები;
53.8. ნარკოტიკული საშუალებები;
53.9. ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებები;
53.10. ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის შესაბამისი ნებართვის გარეშე.
მუხლი 54.
პასუხისმგებლობა ქცევის კოდექსის დარღვევისათვის:
54.1. მოსწავლის მიერ ამ კოდექსით განსაზღვრული ქცევის ნორმების დარღვევა იწვევს დისციპლინური დევნის დაწყებას ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონისა და სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
მუხლი 55.
მოსწავლეთა ჩხრეკა
55.1. დირექტორის მოადგილეს და უსაფრთრხო სკოლის მენეჯერს აქვს უფლება სკოლის ტერიტორიაზე გაჩხრიკოს მოსწავლე, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ მოსწავლე ფლობს რაიმე უკანონო, ან სკოლის შინაგანაწესით აკრძალულ ნივთებს;
55.2. სასკოლო ექსკურსიებზე, თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მოსწავლე ფლობს უკანონო ნივთებს, მისი გაჩხრეკის უფლება აქვს ექსკურსიაზე პასუხისმგებელ მასწავლებელს.
55.3. მოსწავლის ჩხრეკა უნდა ჩატარდეს მესამე სრულწლოვანი პირის თანდასწრებით;
55.4. პირი, რომელიც ჩხრეკას ჩაატარებს, ვალდებულია, ამოღებული ნივთი, თუ ის არ არის უკანონო და არ ქმნის სხვა მოსწავლეებისათვის საფრთხეს, დაუბრონოს მოსწავლეს დაუყოვნებლივ.
მუხლი 56.
დისციპლინური სასჯელი
56.1. მოსწავლის მიმართ დისციპლინურ სასჯელად შეიძლება, გამოყენებულ
იქნას პედაგოგის მხრიდან:
• სიტყვიერი შენიშვნა;
• სიტყვიერი გაფრთხილება;
• გაკვეთილებიდან გაძევება, რის შესახებაც პედაგოგმა უნდა აცნობოს კლასის დამრიგებელს ან დირექციას;
56.2. განსაკუთრებულ შემთხვევაში, მოსწავლის მიმართ დისციპლინურ სასჯელად სკოლის დირექციისაგან შეიძლება, გამოყენებულ იქნას:
• მითითება;
• 1-5 დღემდე სკოლიდან დათხოვნა (გადაწყვეტილებას იღებს სკოლის დირექტორის მოადგილე);
• 5-10 დღემდე ვადით დათხოვნა ან სკოლიდან გარიცხვა (გადაწყვეტილებას იღებს დირექტორი);
56.3. ნულოვანი ტოლერანტობა, რომლის დროსაც მოსწავლეზე არ ვრცელდება შემამსუბუქებელი პროცედურა და ირიცხება სკოლიდან, კერძოდ:
• მკვლელობა ან მკვლელობის მცდელობა;
• ცივი და ცეცხლსასროლი იარაღის ტარება;
• ნარკოტიკული საშუალებების შემოტანა, მოხმარება, შენახვა და გავრცელება.
• მართლმადიდებლური სიწმინდეებისა და ღირებულებების შეურაცხყოფა.
56.4მოსწავლის მიერ ქცევის წესების დარღვევის, სწავლაში ჩამორჩენის შემთხვევაში კლასის
56.5დამრიგებელმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მშობელს. მშობელი ვალდებულია, მიიღოს ზომები მდგომარეობის გამოსასწორებლად.
თავი X
მუხლი 57. სკოლის მუშაკთა და მოსწავლის მშობელთა უფლება-მოვალეობები
57.1. სკოლის მუშაკთა, მშობელთა და მოსწავლეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონით ,,ზოგადი განათლების შესახებ”.
სკოლის მუშაკს, მშობელსა და მოსწავლეს უფლება აქვთ, თავიანთი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად გაასაჩივრონ სკოლის უკანონო და არამართლზომიერი ქმედებები, ზარალის შემთხვევაში მიიღონ სრული ინფორმაცია.
მუხლი 58.
მოსწავლეთა მშობლების უფლება-მოვალეობები
სკოლის მოსწავლის მშობელს (კანონიერ წამომადგენელს) უფლება აქვს:
58.1. მოითხოვოს სასწავლო პროცესში ჩართულ პირთაგან დაკისრებილი მოვალეობის შესრულება;
58.2. მიიღოს ინფორმაცია მასწავლებლისა და სკოლის ადმინისტრაციისგან სკოლის ფუნქციონირების ნებისმიერ საკითხზე;
58.3. გამოთქვას საკუთარი აზრი მშობელთა კრებებზე;
58.4. გაეცნოს სასწავლო პროცესის მიმდინარეობასა და შინაარსს, მოსწავლის აკადემიურ მოსწრებას;
58.5. გაეცნოს სკოლის წესდებას, შინაგანაწესს, სასწავლო პროცესის მარეგლამენტირებელ სხვა დოკუმენტებს;
58.6. დაიცვას ბავშვის კანონიერი უფლებები და ინტერესები და წერილობითი განცხადებით მიმართოს დაწესებულების დირექტორს, რომელიც ვალდებულია, ბავშვის უფლებების დარღვევის შემთხვევაში, მიიღოს შესაბამისი ზომები და კანონით დადგენილ ვადაში გასცეს პასუხი;
58.7. დირექციის მიერ გამოტანილი დისციპლინარული სასჯელი გაასაჩივროს სასწავლო კომიტეტში. სასწავლო კომიტეტი ვალდებულია აღნიშნული საჩივარი განიხილოს 14 დღის ვადაში და შესაბამისი დასკვნა წერილობით წარუდგინოს მოსწავლესა და მის მშობელს 3 დღის ვადაში;
58.8. მასწავლებლის მიერ დაწერილი სემესტრული ნიშანი გაასაჩივროს სკოლის სირექციაში. დირექცია ვალდებულია, 7 დღის ვადაში შექმნას კომისია, რომელიც შექმნიდან არაუგვიანეს სამ დღეში შეისწავლოს საჩივრის საფუძვლიანობა და მიიღოს გადაწყვეტილება.
58.9 კლასის მოსწავლეთა მშობლების 4/5 –ის განცხადების საფუძველზე, შესაბამისი დასაბუთებით, სკოლის დირექტორი უფლებამოსილია, მასწავლებელს ჩამოართვას ამ კლასთან გაკვეთილების ჩატარების უფლება;
კლასის მოსწავლე მშობლების 2/3-ის განცხადების საფუძველზე, შესაბამისი დასაბუთებით, სკოლის დირექტორი უფლებამოსილია, ამ კლასის დამრიგებელი გაათავისუფლოს თანამდებობიდან.
მუხლი 59.
მშობელი (კანონიერი წარმომადგენელი) ვალდებულია:
59.1.შექმნას თავისი ბავშვის აღზრდისა და მისთვის ზოგადი განათლების მიღების ხელშემწყობი პირობები; შეასრულოს სკოლის ხელმძღვანელთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები;
59.2.შეასრულოს დაწესებულების წესდებითა და შინაგანაწესით გათვალისწინებული მოთხოვნები;
59.3. აანაზღაუროს მისი შვილის მიერ სკოლისადმი მიყენებული მატერიალური ზარალი;
59.4. მოთხოვნისთანავე გამოცხადდეს სკოლაში (სკოლაში მშობლის გამოძახების უფლება აქვს კლასის დამრიგებელსა და სკოლის დირექტორს, დირექტორის მოადგილეს სასწავლო დარგში).
თავი XI.
მუხლი 60. დისციპლინური პასუხისმგებლობა
60.1. სკოლაში დასაქმებული პირის და მოსწავლის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების საფუძველია შემდეგი დისციპლინური დარღვევები:
• დაკისრებულ მოვალეობათა შეუსრულებლობა, არაჯეროვანი შესრულება ან მათდამი დაუდევარი დამოკიდებულება;
• საქართველოს კანონმდებლობის, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნების, ამ შინაგანაწესის, სკოლის დირექტორის (მოვალეობის შემსრულებლის) სამართლებრივი აქტების, მითითებების და ინსტრუქციების, მოსწავლეთა ქცევის კოდექსის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;
• სკოლისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა;
• ზნეობრივ-ეთიკური ნორმების დარღვევა, სკოლაში დასაქმებული პირის, მოსწავლის, მოსწავლის მშობლის ან სკოლის დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი, განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ;
• თანამშრომლის ან მოსწავლის მიერ ისეთი შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სკოლის ავტორიტეტს;
• შრომის ან/და სასწავლო დისციპლინის დარღვევა.
• სკოლის სასწავლო პროცესის ხელშეშლა ან/და ასეთი მცდელობა/დაუდევრობა.
მუხლი 61.
დისციპლინური (სამსახურებრივი) შემოწმების წესი
61.1. სკოლის დირექტორის მიერ, კონტროლის მიზნით, ბრძანებით შექმნილ კომისიას აქვს უფლება, შეამოწმოს სკოლის სისტემის ნებისმიერი რგოლი ან დასაქმებული პირის საქმიანობა, დისციპლინური დარღვევა, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება და აგრეთვე სხვა არსებული პრობლემისა, თუ ნაკლოვანების გამოვლენა.
61.2. სამსახურებრივი/დისციპლინური შემოწმების საფუძვლებია:
• სკოლაში შემოსული საჩივარი/განცხადება ან ოფიციალურად მიღებული სხვა ინფორმაცია (გარდა ანონიმურისა), რომლებშიც იკვეთება სკოლაში დასაქმებული პირის, მოსწავლის მიერ დისციპლინური დარღვევის ფაქტი;
• სკოლის დირექტორის დავალება;
61.3. შემოწმების დაწყებიდან ერთი თვის ვადაში კომისია რექტორს წარუდგენს დასკვნას.
61.4. დასკვნა უნდა შეიცავდეს:
• შემოწმების საფუძველს;
• შემოწმების პერიოდში გატარებულ ღონისძიებებს;
• დისციპლინური დარღვევის არსებობის ან არარსებობის დასაბუთებას;
• შემოწმებისას აღმოჩენილი სხვა პრობლემის თუ ნაკლოვანების არსებობის დასაბუთებას;
• დისციპლინური დარღვევის შემთხვევაში გამოსაყენებელი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის (სახდელის) შეფარდების დასაბუთებას;
• შემდგომში გასატარებელი ღონისძიებების (ნაკლოვანებების ან/და პრობლემების აღმოფხვრის) აღწერას და მიზანშეწონილობის დასაბუთებას;
• შემოწმების პროცესში მოპოვებული დოკუმენტების ჩამონათვალს.
61.5. შემოწმების ვადა, დირექტორის თანხმობით შეიძლება, გაგრძელდეს არა უმეტეს 1 თვით;
61.6. შემოწმების პროცესში კომისიას უფლება აქვს, სკოლაში დასაქმებულ ყველა პირს, მოსწავლეს, მათ მშობელს, მათ გაერთიანებას მოსთხოვოს:
• სკოლაში მოვალეობის შესრულების პროცესში მოპოვებული დოკუმენტების წარდგენა;
• ყველა საჭირო დოკუმენტის ქსეროასლის გადაღება;
• წერილობითი და ზეპირი ახსნა-განმარტების მიცემა, რომელიც უზრუნველყოფს საკითხის სრულყოფილად შესწავლას;
61.7. შემოწმების პროცესში სკოლაში დასაქმებული ყველა პირი და მოსწავლე ვალდებულია:
• მოთხოვნისთანავე, დაუყოვნებლივ წარუდგინოს კომისიას და დირექტორის მოადგილეებს, წევრს ყველა მოთხოვნილი დოკუმენტი თუ ინფორმაცია;
• მოთხოვნისთანავე გამოცხადდეს შემმოწმებელთან;
• მისცეს წერილობითი ან/და ზეპირი ახსნა-განმარტება მის მიერ სკოლაში მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
61.8. შემოწმებისას მიღებული ყველა დოკუმენტი, შესაბამის დასკვნასთან ერთად, ინახება კანცელარიაში;
თავი XIII
მუხლი 62. სამუშაო დრო და შესვენება
62.1. სკოლაში სამუშაო დრო, რომლის განმავლობაშიც თანამშრომელი ასრულებს სამუშაოს, იწყება 9:00 საათზე და მთავრდება 16 საათსა და 30 წუთზე;
62.2. გაკვეთილის ხანგრძლივობა განისაზღვრება 45 წუთით;
62.3. მასწავლებლების სამუშაო დრო განისაზღვრება მათი საგაკვეთილო საათობრივი დატვირთვის შესაბამისად და შიდა სასკოლო გაკვეთილისათვის მოსამზადებელი ან/და გაკვეთილების შემაჯამებელი შედეგების შედგენის პერიოდთან ერთად;
62.4. სკოლის თანამშრომელთა სამუშაო დრო არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 41 საათს, სამუშაო დროში არ ითვლება შესვენებისა და დასვენების დრო;
62.5. სკოლის სასწავლო წელიწადი განისაზღვრება 167 დღით, რომელიც იყოფა 2 სემესტრად. სემესტრების დაწყების და დამთავრების დრო განისაზღვრება სკოლის შინაგანაწესით;
62.6. სასწავლო დღეების ოპტიმალურ ვადებში ჩატარებისათვის შეიძლება, სამუშაო დღედ გამოყენებული იყოს შაბათი, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს პედაგოგიურ საბჭოსთან და დადგენილი დირექტორის ბრძანებით.
მუხლი 63.
სამსახურში გამოუცხადებლობა
63.1. დროებითი შრომისუუნარობის გამო სამსახურში გამოუცხადებლობისას თანამშრომელმა აღნიშნულის შესახებ მოკლე ვადებში უნდა აცნობოს დირექტორს ან მოადგილეს;
63.2. დროებითი შრომისუუნარობის გამო, სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში თანამშრომელმა უნდა წარმოადგინოს სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტი;
63.3. თუ თანამშრომელი წარმოადგენს სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემულ დოკუმენტს, გაცდენილი დღეები ჩაითვლება საპატიოდ და ანაზღაურდება.
63.4. თუ თანამშრომელი არ გამოცხადდა სამსახურში, არ წარმოადგინა სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი, გაცდენილი დღეები ჩაითვლება არასაპატიოდ და არ ანაზღაურდება.
თავი XIV. შვებულება
მუხლი 64. შვებულების მიცემის წესი
შვებულების ხანგრძლივობა:
64.1. თანამშრომელს უფლება აქვს ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით, არანაკლებ წელიწადში 24 სამუშაო დღით;
64.2. თანამშრომელს უფლება აქვს ისარგებლოს ანაზღაურების გარეშე შვებულებით არანაკლებ წელიწადში 15 კალენდარული დღით.
64.3. შვებულებაში არ ითვლება დროებითი შრომისუუნარობის პერიოდი, შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო და დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო.
64.4. საშვებულებო ანაზღაურება განისაზღვრება:
• ხელშეკრულების მიხედვით;
• შვებულების გაცემა ხორციელდება სკოლის დირექტორის ბრძანებით.
• ანაზღაურების გარეშე შვებულების აღებისას თანამშრომელი ვალდებულია, ორი კვირით ადრე გააფრთხილოს სკოლის დირექტორი შვებულების აღების შესახებ, თუ გაფრთხილება შეუძლებელი არ არის გადაუდებელი სამედიცინო ან ოჯახური პირობების გამო.
• დაქორწინების ან ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, თანამშრომლის თავისივე თხოვნით ეძლევა ანაზღაურებადი შვებულება 10 კალენდარული დღის ოდენობით (იგი არ ითვლება წლიურ ანაზღაურებად შვებულებაში).
მუხლი 65. შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო
65.1. დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე, ეძლევა უფასო შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო – 477 კალენდარული დღის ოდენობით;
65.2. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებიდან ანაზღაურებადია 126 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 140 კალენდარული დღე.
65.3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შვებულება თანამშრომელს თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია, გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე.
მუხლი 66. ანაზღაურების გაცემის დრო, ოდენობა და ფორმა
66.1. თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების ოდენობა და ფორმა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით;
66.2. სკოლაში შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ, თანამშრომლის პირად ანგარიშზე სახელფასო თანხის ჩარიცხვის გზით;
66.3. სკოლის ადმინისტრაციის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენისას თანამშრომელს, მიეცემა ანაზღაურება სრული ოდენობით;
66.8. თანამშრომლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენა არ ანაზღაურდება. მასწავლებლის ბრალით გაცდენილი საგაკვეთილო საათის საფასური აუნაზღაურდება შემცვლელ მასწავლებელს.
მუხლი 67. დაქვითვა შრომის ანაზღაურებიდან
67.1. დამსაქმებელს უფლება აქვს დაქვითოს თანამშრომლის შრომითი ანაზღაურებიდან ზედმეტად გაცემული თანხა ან ნებისმიერი სხვა თანხა, რომელიც შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე თანამშრომელს სკოლისათვის აქვს გადასახდელი;
67.2. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას სკოლის დირექტორი ვალდებულია, გათავისუფლებული თანამშრომლის შესახებ შემოვლის ფურცლის ბუღალტერთან წარდგენის დღიდან, მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა.
თავი XV
68. უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემო. შრომის პირობების დაცვა და სოციალური გარემო
68.1. სკოლა იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს სკოლის თანამშრომელები და მოსწავლეები სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო სასწავლო გარემოთი;
68.2. სკოლა უზრუნველყოფს უსაფრთხოების ტექნიკის, ხანძარსაწინააღმდეგო დაცვისა და სანიტარიული წესების შესახებ დასაქმებულთა ინფორმირებას;
მუხლი 69. სკოლაში დასაქმებული პირის მიერ შრომის პირობების დაცვა
69.1 შრომისა და სასწავლო პროცესის უსაფრთხო პირობების დაცვის მიზნით, თანამშრომელი, მოსწავლე ვალდებულია, დაიცვას შრომის უსაფრთხოების, მოსწავლეთა ქცევის კოდექსის, შინაგანაწესის, ხანძარსაწინააღმდეგო დაცვისა და სანიტარული წესები
თავი XVI.
მუხლი 70. წახალისება
მასწავლებელთა და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისა და წახალისებისათვის სკოლაში შემუშავდა და დაინერგა შემდეგი ნომინაციები:
70.1. ნომინაცია წარმატებული მასწავლებელი
კრიტერიუმები:
• გააჩნია გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები
• ზრუნავს ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტით მისაღწევ შედეგებზე
• არის კომუნიკაბელური
• მუდმივად იმაღლებს პრფესიონალიზმს
• თანამშრომლობს კათედრასთან, მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან, დირექციასთან, მშობლებთან
• საინტერესოდ და მოტივირებულად ატარებს გაკვეთილებს
• იცნობს და ითვალისწინებს ბავშვის განვითარების ასაკობრივ და ინდივიდუალურ თვისებურებებს
• გაცნობიერებული აქვს მოსწავლეთა ახალი შეფასების პრინციპები
• შუძლია კონფლიქტური სიტუაციის დარეგულირება და მედიაცია
• იყენებს განსხვავებული სასწავლო აქტივობებს საგაკვეთილო პროცესის დროს
• ახერხებს მოსწავლეთა მოტივაციას სწავლის ხარისხის ამაღლებისათვის
• ფლობს დიფერენცირებულ სწავლების ტექნიკას
• ცდილობს დაამკვიდროს მეგობრული და ტოლერანტული გარემო
• შეუძლია საკუთარი საქმიანობის სუსტი და ძლიერი მხარეების ანალიზი
• იცავს როგორც საკუთარ, ისე სხვის უფლებებს
• აქტიურად მონაწილეობს სკოლის განვითარების დაგეგმვა – განხორციელებაში
• ზრუნავს სკოლის ავტორიზაციისთვის
• ზრუნავს საკუთარი პორტფოლიოს შექმნაზე
70.2. ნომინაცია წარმატებული მოსწავლე
• არის კომუნიკაბელური
• შეუძლია გუნდში მუშაობა
• აქტიურად არის ჩართული დავალების შესრულების პროცესსა და ერთობლივ მუშაობაში
• მიზნის მისაღწევად გააჩნია საკუთარი თვისებების მობილიზების უნარი
• აქვს საკუთარი შესაძლებლობის სწორად შეფასების უნარი
• სისტემატურად არის მზად საგაკვეთილო პროცესისათვის
• იცავს როგორც საკუთარ, ისე სხვის უფლებებს
• ქმნის მეგობრულ და ტოლერანტულ გარემოს
• ჩართულია სხვადასხვა სახის ღონისძიებებში, პროექტებში
70.3. ნომინაცია წარმატებული კათედრა:
კრიტერიუმები:
• ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობაში ატარებს კათედრის სხდომებს, მეცადინეობებს.
• შეუძლიათ წარმატებების წინაპირობის განსაზღვრა და პრობლემის გადაჭრის გზების ძიება.
• უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებებს.
• ახდენენ საგნობრივი ჯგუფების, საგნების სწავლების კოორდინაციას.
• მონაწილეობენ ინტერდისციპლინური გაკვეთილების კონკურსში.
• გეგმავენ კათედრებს შორის თანამშრომლობის ერთობლივ პროექტებს.
• მოწესრიგებული აქვთ კათედრების მუშაობის ამსახველი ყველა სახის მასალა (ფოტო, ვიდეო, ოქმები, სტენდები, კედლის გაზეთები, პროექტები, საგნობრივი გამოფენები).
• კათედრის წევრები ზრუნავენ სკოლის ავტორიზაციისთვის.
70.4.ნომინაცია წარმატებული კლასის დამრიგებელი
• გააჩნია გუნდური მუშაობის უნარ – ჩვევები
• ქმნის სწავლისათვის ხელშემწყობ პირობებს
• ზრუნავს კლასის წარმატებაზე
• აკონტროლებს კლასის ყოველდღიურ დისციპლინას
• პატივისცემით სარგებლობს მოსწავლეებში
• ქმნის სწავლისათვის მაღალ მოტივაციას
• აქტიურად თანამშრომლობს მშობლებთან
• ითვალისწინებს მოსწავლეთა ასაკობრივ და ინდივიდუალურ თავისებურებებს
• სისტემატიურად აწვდი ინფორმაციას დირექციას კლასის წარმატებებისა და პრობლემების შესახებ
• მუშაობს პრობლემურ ბავშვებთან
• ქმნის მეგობრული და ტოლერანტული გარემო
• იცავს როგორც საკუთარ, ისე სხვის უფლებებს
• კლასთან ერთად გეგმავს და ახორციელებს სხვადასხვა სახის სასწავლო პროექტებს
• ზრუნავს კლასის ავტორიტეტზე
• ზრუნავს კლასის პორტფოლიოს შექმნაზე
70.5. ნომინაცია წარმატებული კათედრის ხელმძღვანელი
• გააჩნია გუნდური მუშაობის უნარ – ჩვევები
• არის კომუნიკაბელური
• ზრუნავს კათედრის წარმატებაზე
• ქმნის მეგობრული და ტოლერანტული გარემო
• ატარებს კათედრის სხდომებს
• სისტემატურად აწვდის ინფორმაციას სკოლის დირექციას კათედრების მუშაობის შესახებ
• შეძლია კონფლიქტური სიტუაციის დარეგულირება
• ზრუნავს კლასის პორტფოლიოს შექმნაზე
• ზრუნავს კათედრის პორტფოლიოს შექმნაზე
• აქტიურად არის ჩართული საგნის სწავლების პროფესიულ განხილვებში
• იცავს როგორც საკუთარ, ისე სხვის უფლებებს
• ხელს უწყობს კათედრაზე სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზებას. პროექტების განხორციელებას.
• ზრუნავს სკოლის და კათედრის იმიჯზე.
მუხლი 71. წახალისება
წახალისების სახეები:
• მადლობის გამოცხადება;
• ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;
• პრემიის მიცემა;
• თანამდებობრივად დაწინაურება/წახალისება.
მოსწავლის წახალისების სახეები:
• მადლობის გამოცხადება;
• პრემიის გაცემა;
• სიგელის გადაცემა;
• გარკვეული შეღავათის მინიჭება.
მუხლი 72. წახალისების გამოყენების წესი
72.1. წახალისების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება სკოლის დირექტორის ინიციატივით, კათედრების ან პედაგოგიური საბჭოს წინადადებით.
72.2. წახალისების თაობაზე სკოლის ბრძანება შეიტანება სკოლაში დასაქმებული პირის, მოსწავლის პირად საქმეში.
72.3. შესაძლებელია, ერთდროულად წახალისების რამდენიმე ფორმის გამოყენება.
72.4. წახალისების ნებისმიერი ფორმის გამოყენება არ ზღუდავს სკოლაში დასაქმებული პირის მიმართ დისციპლინური გადაცდომისას პასუხისმგებლობის საკითხის განხილვას.
მუხლი 73. შიდა კონტროლის წესი
73.1. ტესტებით, შემაჯამებელი და საკონტროლო წერებით, ლაბორატორიული და პრაქტიკული სამუშაოებით მოსწავლეთა ცოდნისა და მასწავლებლის შრომის ნაყოფიერების შემოწმება;
73.2. გაკვეთილებზე დასწრების ორგანიზება და მისი შედეგების განხილვა ცალკეული კათედრებისა თუ პედაგოგიური საბჭოს სხდომებზე;
ცალკეულ პედაგოგთა და კათედრის გამგეთა ანგარიშის მოსმენა გაწეული საქმიანობის -შესახებ;
73.3.გაკვეთილებზე მასწავლებელთა ურთიერთდასწრება. ინოვაციების დანერგვა-განზოგადება;
73.4. თითოეული პედაგოგის გაკვეთილისათვის მზადების პერიოდული შემოწმება;
73.5. მოსწავლეთა მონაწილეობა სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციებსა და ოლიმპიადებში და შედეგების ანალიზი.
მუხლი 74. შინაგანაწესში ცვლილებების შეტანა
74.1შინაგანაწესში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია დირექტორის მიერ პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებითა და მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.
მუხლი 75. შინაგანაწესის ძალაში შესვლა და საჯაროობა
75.1შინაგანაწესი ძალაში შედის პედაგოგიური საბჭოს მიერ მიღებული დადებითი გადაწყვეტილების მომენტიდან. საჯაროობის მიზნით იგი გამოიკვრება ფოიეში.
მუხლი 76. დასკვნითი დებულებები
76.1. შინაგანაწესის თანმხლები დოკუმენტები: მოსწავლეთა ქცევის კოდექსი, მასწავლებელთა პროფესიული ეთიკის კოდექსი და თანამდებობრივი ინსტრუქციები წარმოადგენს შინაგანაწესის ორგანულ ნაწილს და აზუსტებს მას.
დირექტორი
შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები /გ. კიკვაძე/