







ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ოზურგეთის წმიდა ნინოს სახელობის სამრევლო სკოლამ 2015 წლის აგვისტოში, უაღრესად პრინციპული, სამართლიანი და კომპეტენტური კომისიის შეფასებით წარმატებით გაიარა საავტორიზაციო შემოწმება, ასევე წარმატებით მოხდა დაცვა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საბჭოს სხდომაზე. ვულოცავთ დირექციას, პედაგოგიურ კოლექტივსა და ტექნიკურ პერსონალს. ეს დიდი გამარჯვება, პატივი და გაზრდილი პასუხისმგებლობაცაა. ,,ყველაზე დიდი, რაც შეიძლება გავაკეთოთ, ძიების გზაზე დამდგარი ახალგაზრდებისათვის სწორი სარწმუნოების სწავლებაა” -ბრძანებს უწმინდესი და უნეტარესი. ღვთის შიშით, ერთგულებითა და რუდუნებით გეღვაწოთ ახალი წარმატებების მისაღწევად.

